სურნელოვანი სანთლები, არომა ლამფები, – ალერგიისა და თავის ტკივილის სამკურნალო ეთერზეთებით, საახალწლო სასაჩუქრე ჯადოსნური ნაკრები და კიდევ უამრავი რამ, – უმაღლესი ხარისხით, გემოვნებით და რაც ყველაზე მთავარია სიყვარულით შექმნილი...

ამ ყველაფერს ონლაინ მაღაზია Granatt – ხელნაკეთობა-ში აღმოაჩენთ. მათი ერთ-ერთი ავტორი კი ბევრისთვის ცნობილი მხატვარი ეკა ტყემალაძე გახლავთ. ეკამ საჩუქრების ონლაინ მაღაზია რამდენიმე თვეა რაც მეგობართან ერთად დააარსა.
ეკა ტყემალაძე: საჩუქრების ონლაინ მაღაზია Granatt – ხელნაკეთობა მე და ჩემმა პეტერბურგელმა მეგობარმა იულია სმოლნიკოვამ დავაარსეთ. იულიას ძალიან კარგი გემოვნება აქვს, ხარისხზეა ორიენტირებული. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია დღეს საქართველოში იშვიათობაა. შემიძლია ძალიან ხმამაღლა და თავისუფლად ვთქვა, რომ 100% – ით ნატურალური პროდუქტები გვაქვს.
ისრაელიდან ჩამოგვაქვს მკვდარი ზღვისა და ჰავაის მარილი. მაროკოდან წითელი თიხა. სანთელს ვამზადებთ სოიოს ცვილისგან, მასში არანაირი პარაფინი არ არის.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ადამიანმა ისიამოვნოს და ფასებიც სრულიად ადეკვატური გვაქვს, გვინდა რომ ქართველებმა შეძლონ შეძენა. ჩვენი დამკვეთები უფრო მეტად საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან.
მიხარია, რომ შემიძლია ადამიანებს ვაჩუქო პატარა სიამოვნება, საკუთარი თავისთვის, ან თუნდაც მეგობრებისთვის, ჩვენი პროდუქცია ნამდვილად უნიკალური საჩუქარია.

-ეკა, თქვენი ონლაინ მაღაზიის ფეისბუქ გვერდს რომ გადავხედე საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქცია გაქვთ. ვინ ამზადებს მათ და რომელ პროდუქტზეა უფრო მეტი მოთხოვნა ?
-სანთლებს მე და ჩემი მეგობარი ვამზადებთ ხელით, ინდივიდუალურად. სხვათაშორის მათი დამზადება ძალიან სასიამოვნო პროცესია. ყველაზე მოთხოვნადი, რაც გვაქვს ამ ეტაპზე, არის ხის ოთხ ფითილიანი სანთელი, რომელიც გემრიელად ტკაცუნებს და ბუხრის ხმას გამოსცემს, საოცარი სიკაშკაშეც აქვს.

მოთხოვნადია ასევე სურნელოვანი სანთლები გამხმარი ნატურალური ყვავილების შიგთავსით; თაფლის ოთხი სახეობის მაგიური სანთელიც – სიყვარულის, წარმატების, სიმდიდრის და დაცულობის.
გვაქვს არომა ლამფებიც, რომლის კულტურაც საქართველოში რატომღაც არ არის დანერგილი. ბევრმა არ იცის მისი მნიშვნელობის შესახებ. არომა ლამფაში ასხამენ ეთერზეთებს და მას სამკურნალო დანიშნულება აქვს. გვაქვს ალერგიისა და თავის ტკივილის სამკურნალო ეთერზეთები. რა პროდუქციასაც ვაკეთებთ პირველად ჩვენს თავზე ვცდით ხოლმე. მე ძალიან ალერგიული ვარ და მშველის. ახლახანს საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებები მოვამზადეთ. რომელშიც დევს უგემრიელესი ჩაი, კრემ თაფლი და სანთელი, სურვილისამებრ შეგიძლია აბაზანის სპა პროდუქცია აირჩიო.
-როგორც ვიცი, თქვენივე პროდუქციის კურიერიც თავად ხართ. “გლოვოზე” მეტი ამანათი დამაქვსო ხუმრობთ.

-კი, “გრანატის” კურიერის სტატუსიც მე მაქვს. ჯერ მხოლოდ ოთხი თვეა რაც ბაზარზე ვართ და შეკვეთები მრავლად გვაქვს.
– რა სიახლეები და გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– სხვადასხვა ფორმის, სილამაზის და არომატის სანთლებს დავამატებთ. შემდეგ ნელ-ნელა პარფიუმზე გადავალთ. ყველაფერი გვექნება რაც მსურველს კომფორტს და სიმყუდროვეს შეუქმნის სახლში. მომხარებლები გვეკითხებიან რა მისამართზე ხართო, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ მაღაზია გვაქვს. ვაპირებთ მასტერკლასების ჩატარებას, სადაც შევასწავლით სანთლის (და არა მარტო) დამზადებას. გეგმაში გვაქვს გამოფენის მოწყობაც. ჯერ ოთხი თვის ვართ, გავიზრდებით და პროდუქციასაც შევაგროვებთ… წინ ბევრი გეგმა და სიახლე გვაქვს, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ.
მრავალფეროვან და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია Granatt – ხელნაკეთობა