“ჭიტას” საქველმოქმედო ფონდი, ერთგული მომხმარებლის მხარდაჭერით წინა საახალწლო აქციას აგრძელებს. ეს
საახალწლო აქცია მრავალშვილიანი და ლეიკემიით დავადებული ბავშვების დასახმარებლად ეწყობა.
იჩქარეთ სიკეთის კეთება 🙂
ნინო უნგიაძე, მარკეტინგის მენეჯერი: „ჭიტას” შვიდივე ფილიალში მომხმარებელს საშუალება ეძლევა დაფაზე განთავსებული სურვილები ნახოს და პატარებს საახალწლო ოცნებები აუხდინოს. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ლეიკემიით დავადებული ბავშვებისთვის საჩუქრების შეძენის სურვილი ბევრმა გამოთქვა.
ეს საჩუქრები პატარებს წინა საახალწლო პერიოდში დაურიგდებათ.
დიდი მადლობა ჩვენს თითოეულ მომხმარებელს, ვინც მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში და გაულამაზა საახალწლო დღეები ბავშვებს.
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=ER_7HqwQMFU&feature=share”]