fbpx

თაია • Taia – მოტივაციით დაწყებული ბიზნესი

ავტორი დეა თავბერიძე
336 ნახვა

თაიას” ისტორია განსხვავებული ნაძვის ხით დაიწყო და ხის მინიატურული ნამუშევრებით გაგრძელდა. ამ საინტერესო ნამუშევრების ავტორი პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ საკუთარი თავი სულ ცოტა ხნის წინ, რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში აღმოაჩინა.

თამუნა იანვარაშვილი: აგარაკზე, სახლის მორთვის დროს ხის პატარა მორი ვიპოვე და ვიფიქრე ამ ხის მორზე, სათამაშოებით დეკორატიული “საახალწლო სოფელი” შემექმნა. კეთების პროცესმა იმდენად გამიტაცა, რომ საბოლოოდ, სველი ნაფოტისგან აწყობილი ძველი სახლი მივიღე. რამაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებისთანავე უამრავთა მოწონება დაიმსახურა.

მერე ერთ სახლს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე გაგრძელდა ხის მინიატურული ნაკეთობების შექმნა… თითოეული ნამუშევარი ერთმანეთისგან განსხვავებულია და არ მეორდება.

თუმცა, რეალიზაცია სულ სხვა თემას უკავშირდება. თავდაპირველად მეგობრის თხოვნით ხის ტოტებისგან კედლის ნაძვისხე გავაკეთე , არ იყო სტანდარტული, იყო განსხვავებული მორთულობით. მანვე განათავსა სოციალურ ქსელში, რის შემდეგაც გამოჩნდნენ შეძენის მ სურველები.

– როგორი იყო მუშაობის პროცესი და პირველი განცდა ნამუშევრის დასრულების შემდეგ?

– პირველ ნამუშევარზე დაახლოებით 4 საათი თავჩარგული ვმუშაობდი, აფორიაქებული ვიყავი, მინდოდა მალე დამესრულებინა , იმდენად მაინტერესებდა საბოლოო შედეგი. მეორე დღეს სოციალურ ქსელში, ჩემს პირად გვერდზე დავდე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა მეგობრებისგან. მირჩევდნენ რომ გამეგრძელებინა ეს საქმე. დიდი მოტივატორები გახდნენ ეს ადამიანები ჩემთვის, მათი დიდი დამსახურებაა რომ თაია • Taia არსებობს .

– ანუ ამან მოგცათ მუხტი, რომ კიდევ ერთი ნამუშევარი გაგეკეთებინათ, მერე გვერდიც შეგექმნათ და გატაცება ბიზნესად გექციათ?

-კი ხალხის და მეგობრების შეფასება იყო დიდი მოტივაცია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამიღრმავა სურვილი მეორე ნამუშევარმა. “მიტოვებული სახლი” იყო მუხტი, რომელიც ხალხში არაერთგვაროვან ემოციას იწვევდა. ზოგს თავის მიტოვებულ სახლს ახსენებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ზოგი კი ზღაპრის მისტიურ ქოხად აღიქვამდა. ჩემთვისაც გამორჩეული ნამუშევარია. რაც შეეხება გვერდის შექმნას, პირდაპირ კავშირშია ჩემს ახლობლებთან, რომლებიც დაჟინებით მთხოვდნენ გვერდის შექმნას. ამასობაში თავდაჯერებულობაც მომემატა, დავძლიე სიმორცხვე და შევქმენი თაია .Taia რომელიც არის უნიკალური და არ მეორდება. რაც შეეხება ბიზნესს, ყოველდღიურად იმდენ შეტყობინებას ვიღებდი შეძენის მსურველებისგან რომ გადავწყვიტე “თაია ” ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

დღეს ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ მუშაობის პროცესით და ვცდილობ ჩემი ნამუშევრები საზოგადოებას გავაცნო. მახარებს და დიდ მოტივაციას მაძლევს თითოეულის შეფასება. https://www.facebook.com/taiataiaone

მსგავსი სტატიები

Leave a Comment