ყველა ნეგატივი და პრობლემა პირველ რიგში ჩვენს ცნობიერებაშია და მერე ვლინდება გარეთ. თუ კი განვკურნავთ ჩვენი ცნობიერების ამ ნაწილს მაშინ ინკურნება მისი გამოვლინებაც სამყაროში. მეთოდი, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ ეფუძნება გაგებას, რომ სამყარო არის ერთიანი ცნობიერება, ერთიანი ცოცხალი ველი და ყველაფერი ხდება ამ ერთიან სივრცეში შენ კი ხარ მისი განუყოფელი ნაწილი.
ანუ ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, რასაც ვხედავთ და განვიცდით სინამდვილეში არა გარეგნული, არამედ ჩვენი შინაგანი ცნობიერების ნაწილია, რომელიც გარე სამყაროში აირეკლება. ასე უნდა შევხედოთ ნებისმიერ ადამიანს და მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში.
ჰო ოპონოპო, ეს არის უძველესი ჰავაური მეთოდი, რომლის მიხედვითაც, ადამიანს შეუძლია შეცვალოს მისთვის უსიამოვნო სიტუაცია და მიიღოს სასურველი. ეს მეთოდი ეფუძნება უძველეს სულიერ ცოდნას და ახლა უკვე ჩვენი დროის მიღწევებს ნეიროფიზიოლოგიაში.
ეს არის მეთოდი რომელსაც შეუძლია განკურნება ყველა დონეზე , ცხოვრების ყველა სფეროში – ჯანმრთელობა, ურთიერთობები, საქმიანობა, ფინანსები, სულიერი განვითარება.
ჰო ოპონოპონო გვეხმარება შევცვალოთ ის არასასურველი პროგრამები , რომლებსაც ჩვენი მეხსიერება ინახავს, სიყვარულით და პატიებით განვწმინდოთ საკუთარი თავი, რის შემდეგაც, როგორც ჰიუ ლინისა და სხვათა ისტორიები მოწმობს ხდება სასწაულები.
მეთოდი არის ძალიან მარტივი მდგომარეობს გარკვეული კოდური სიტყვების (ვწუხვარ, მაპატიე, მიყვარხარ, გმადლობ) გამეორებაში და აქვს უდიდესი ეფექტი. მხოლოდ მაშინ თუკი გესმის პრაქტიკის არსი და მთლიანად ითავისებ იმ ცოდნას, რასაც ეფუძნება ეს მეთოდი.
ეს პრაქტიკა პოპულარული მას შემდეგ გახდა რაც მისი მეშვეობით ფსიქოთერაპევტმა ჰიუ ლინმა პაციენტებთან კონტაქტის გარეშე განკურნა ციხის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებული პაციენტები ე.წ ის საშიში დამნაშავები, რომლებიც საშინელებებს სჩადიოდნენ და ექიმებისთვისაც კი საფრთხეს წარმოადგენდნენ.
ამ მეთოდის შედეგი ასეთი იყო – პაციენტები განიკურნენ და კლინიკა დაიხურა.
“როდესაც შენს თავს აუმჯობესებ , აუმჯობესებ მთელ სამყაროს და ამის საუკეთესო საშუალება არის სიყვარული”, – ამბობს ჰიუ ლინი. ფსიქოთერაპევტი, რომლის მეშვეობითაც მოვიდა ჩვენამდე ჰავაური მეთოდი ჰო ოპონოპონო.
1 კომენტარი
მომწონს თქვენი სტატიები.