fbpx

მოგზაურობა ჰო’ოპონოპონოს ჯადოსნურ სამყაროში

ავტორი დეა თავბერიძე
1140 ნახვა
0 კომენტარი
4

„ჰო’ოპონოპონოს პრაქტიკა წმენდს, ათავისუფლებს და კურნავს ნებისმიერ ამბავს თუ გამოცდილებას რაც კი იყო, ან არის ჩვენს ცხოვრებაში“ – ამბობს ჰო’ოპონოპონოს სერთიფიცირებული პრაქტიკოსი ნინო მხეიძე. სწორედ მასთან ერთად ვიმუგზაურებთ ჰო’ოპონოპონოს ჯადოსნურ სამყაროში.

ნინო მხეიძე ასევე გახლავთ, – ხელოვნებათმცოდნე, ინგლისური ენის სპეციალისტი და ნლპ პრაქტიკოსი.

ნინო მხეიძე: ჰო’ოპონოპონოს პრაქტიკის მთელი ხიბლი ისაა, რომ არის ძალიან მარტივი და ეფექტური. ამაზე მარტივი ტექნიკა მე არ მეგულება, თქვენ თუ იცით სიამოვნებით მოვისმენ. არსად წასვლა არ გჭირდება, არც გურუები, არც მასწავლებლები; შეგიძლია შენ თვითონვე გააკეთო ნებისმიერ ადგილას. მაგ: მართავ საჭეს და ამავდროულად „იწმინდები“ ოთხი სიტყვის – (ვწუხვარ, გთხოვ მაპატიე, მადლობა, მიყვარხარ) გამეორებით.

 „წმენდის“ პროცესი შემთხვევით არ ვახსენე, ამ თემას უფრო ვრცლად მასტერ კლასზე გავშლით მაშო და მე. 

ჰოპონოპონოს მთელი არსი არის თვითდახმარება. ”Self-Help” (თვით-დახმარება), როგორც ის ნახსენებია ჯო ვიტალეს და ჰიუ ლენის წიგნში „შეუზღუდავი შესაძლებლობები“.  “Hho’oponopono” არის ჰავაური ლოცვა პატიებისთვის , ის მიტევების უძველესი პრაქტიკაა და გამოიყენებოდა როგორც შერიგების რიტუალი ოჯახის წევრებს შორის; როდესაც ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდა პრობლემა, დანარჩენი ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ და ატარებდნენ ერთგვარ რიტუალს/ლოცვას. ამავდროულად ყველას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ერთის პრობლემა სხვების პრობლემაც იყო.

სიტყვა ჰო’ოპონოპონო  ითარგმნება, როგორც „საგნების ბალანსის დაბრუნება” ან „გამოსწორება”. ჰო-ნიშნავს რაღაცის კეთებას, ხოლო პონო/პონო -სიტყვასიტყვით ორჯერ „სწორად“ გაკეთებას.

(ვწუხვარ, გთხოვ მაპატიე, მადლობა, მიყვარხარ)  – ამ ოთხი მაგიური სიტყვით, საკუთარი ქვეცნობიერის სიღრმეებში ყველაზე ბუნებრივი, ეკოლოგიური და უსაფრთხო გზით „ვასუფთავებთ“ ჩვენი მოგონებების საცავს/მეხსიერებას სინანულით, მიტევებით, მადლიერებით, სიყვარულით.

– როგორც ვიცი თავად ჰიუ ლენთან გაიარეთ ჰო’ოპონოპონოს კურსი, როგორ მოხდა ეს?

– პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში, როცა მთელი პლანეტა დაპაუზდა, ადამიანები მოიცვა შიშმა, ქაოსმა და პანიკამ გადავწყვიტე დამებლოკა ყველა ნეგატიური ინფორმაცია. მარტივად რომ გითხრათ, გამოვრთე ტელევიზორი და დავიწყე პიროვნული ზრდის და განვითარების კურსების გავლა, ლიტერატურის კითხვა, საინტერესო ლექციების მოსმენა… მოკლედ, მთელი გამონთავისუფლებული დროის რესურსი თვითგანვითარებას მოვახმარე. ვფიქრობ, ეს იყო ჩემი ერთგვარი თვითგადარჩენის გზა.

სწორედ ამ პერიოდში ფბ-ზე მხვდება მაშოს გაზიარებული პოსტი ჯო ვიტალეს და დოქტორ ჰიუ ლენის კურსის შესახებ (დოქტორი ჰიუ ლენი არის ჰოპონოპონო პრაქტიკის ფუძემდებელი). სასწრაფოდ ვრეგისტრირდები კურსზე და აქ იწყება ჩემი მოგზაურობა ჰო’ოპონოპონოს ჯადოსნურ სამყაროში.

დოქტორ ჰიუ ლენის პირველივე ლექციამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მან სადემონსტრაციოდ გამოიყენა “სუფთა დაფა“. ლექციის დასასრულს მივხვდი, რომ „სუფთა დაფა“ სიმბოლურად ვართ ჩვენ, როდესაც მოვდივართ ამ ქვეყნად, შემდგომ ცხოვრების განმავლობაში შავი მარკერით ვაწერთ „სუფთა დაფას“ ჩვენს შიშებს, მეხსიერებას, დაგროვილ ნეგატიურ გამოცდილებას, ჩვენს არასასურველ არჩევანს. სინამდვილეში ყველა პრობლემა და შეზღუდვა არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა და ცხოვრების მთვარი მიზანი ა რ ი ს სიყვარულში დაბრუნება.

შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ჰო’ოპონოპონო პრაქტიკა არის უნივერსალური და მისი ჯადოსნური სიტყვების გამეორება ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს მუშაობს!!! ამ ოთხი სიტყვის გამეორებით ჩვენ ‘ვისუფთავებთ’ გონებასა და გრძნობებს ნეგატივისგან, მეხსიერებაში დაგროვილი უარყოფითი გამოცდილებისგან. ფრაზების განმეორებას მივყავართ ზემოთ ნახსენებ „სუფთა დაფასთან“, ზუსტად ეს სუფთა დაფაა სიყვარულის მომენტი, საიდანაც ჩვენ ყველანი მოვდივართ. 

– ამას ვისწავლით იმ ონლაინ ტრენინგზე, რომელსაც 26 დეკემბერს მაია-მაშოსთან ერთად გაუძღვებით?

–  ზემოთ უკვე ვახსენე რომ ჰოპონოპონოს ტექნიკის საიდუმლო მის სიმარტივეშია. ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია. ის არსობრივად არის თვითდახმარებაზე მომართული პრაქტიკა. მასტერ კლასის მიზანიც ეს არის – გვინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საკუთარ თავს. ვისაუბრებთ ჰო პონოპონოს ექვს ძირითად პრინციპზე. თვითონ პრაქტიკაზე  როგორც  პატიების ხელოვნებაზე. იმაზე თუ რატომ ვართ პასუხისმგებლები 100% -ით  ყველაფერზე რაც ჩვენს  ცხოვრებაში ხდება.“წმენდის“ პროცესზე,  თუ როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს ფსიქოთერაპიის ,მიზეზების „ქექვის“ გარეშე.

დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოიყენოს ეს მეთოდი საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, „გასასუფთავებლად“ და გასაცნობიერებლად, რომ ჩვენ ყველა სიყვარულისგან დავიბადეთ და მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი ცხოვრება შეზღუდვების გარეშე.

ჰო’ოპონოპონოს ოთხი მაგიური ფრაზა: ვწუხვარ; გთხოვ მაპატიე; გმადლობ; მე შენ მიყვარხარ – წმენდს, ათავისუფლებს და კურნავს ნებისმიერ ამბავს/გამოცდილებას ჩვენს ცხოვრებაში.

მე თქვენ მიყვარხართ, მადლობა

🌺 მაია მაშო გოგოლაძისა და ნინო მხეიძის ონლაინ ტრენინგი“ჰოოპონოპონო-პატიების ხელოვნება” ,

ჩატრდება 27 მარტს, 19:00 სთ

ღირებულება 55 ლ

რეგისტრაცია  https://bit.ly/35oy1lI

ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000716014700GEL

მიმღები შპს ჟოლო ;

დანიშნულება: კურსის საფასური.

გადახდის ქვითარი გამოგზავნეთ ელფოსტაზე: jolopress@gmail.com

ან https://www.facebook.com/jolopositive/inbox

🌺 შეხვედრა შედგება ზუმში, გადმოგეცემათ მასტერ-კლასის ჩანაწერი და “ჰო-ოპონოპონოს” მედიტაცია.

0 კომენტარი
4

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი