fbpx

თქვენი ცხოვრება თქვენივე დამოკიდებულებებია…  

ავტორი Ann
1.3K ნახვა

ცხოვრებაში არ არსებობს არაფერი გაფლანგული თუ ის რაღაც გაკვეთილს გაძლევს. ყველა ნაბიჯი, რომელსაც წინ ან უკან დგამთ აუცილებელია იმისთვის, რომ რეალურად შეძლოთ იმ მომენტის აღქმა და დააფასოთ ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში კარგია. ნებისმიერი ფაქტი თქვენთვის გამოცდილებაა იმისთვის, რომ ისწავლოთ როგორ გაიზარდოთ.

როგორ მიდის თქვენი დღე, გეგმები, კარიერა, ზოგადად თქვენი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, როგორ უდგებით მას თავად. არავითარი გარემოება არ არის დამნაშავე იმაში, რომ თქვენ ხასიათი გაგიფუჭდათ, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა.

ალბათ ხშირად გსმენიათ გამოთქმა: კატებს ცხრა სიცოცხლე აქვთ. სინამდვილეში რას გულისხმობენ ამ გამოთქმით? საქმე ისაა, რომ ამ ცხოველს გამძლეობის საოცარი უნარი აქვს. ისინი საკუთარი კანონებით ცხოვრობენ და ბრძანებებს არ ემორჩილებიან. თამაშის წესებს თავად ადგენენ და თვითგადარჩენის უნარი შესანიშნავად აქვთ გამომუშავებული.

ცხოვრება სწორედ ისაა, რასაც საკუთარი დამოკიდებულებებით ქმნით. თუ ნეგატივს არ მისცემთ საშუალებას თქვენზე გავლენა მოახდინოს, აუცილებლად შეძლებთ საკუთარი ცხოვრება პოზიტიურად მართოთ. რაც მთავარია, უნდა გქონდეთ არა მხოლოდ დაცემის შემდეგ წამოდგომის ნიჭი, არამედ ნიჭი იმისა, რომ ირწმუნოთ ეს დაცემა თქვენს სასიკეთოდ მოხდა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment