fbpx

10 წლის ნიკოლოზის მოწოდება მშობლებს

ავტორი ჟოლო
20 ნახვა

„ზოგი მშობელი აგრესიულია, ზოგიც კი თავის შვილს ყველაფერს უსრულებს. ჩემი აზრით ეს ორივე არასწორია. მშობელს სიბრაზეც უნდა ჰქონდეს და სიყვარულიც …

ადრე, მე სადაც ვცხოვრობდი ერთი მაღაზიის გამყიდველი იყო, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა, ბავშვები რამე ზედმეტს თუ იტყოდნენ, მაშინვე უყვიროდა, თმებს აწიწკნიდა, ხშირად კუთხეში აყენებდა. სკოლის შემდეგ ბავშვები ღამემდე მაღაზიაში ჰყავდა და თან ამბობდა, მე ამათი ბედნიერებისთვის ვშრომობო.

არადა ისინი მგონი საერთო არ იყვნენ ბედნიერები,  ხშირად მოწყენილები, შეშინებულები და გულნატკენები იყვნენ…

მხოლოდ ეს კი არა, კიდევ მრავალი შემთხვევა მინახავს ასეთი… კიდევ ისეთი შემთხვევბიც მინახავს რომ სულ თავს ევლებოდნენ ბავშვებს, ყველაფერს უსრულებდნენ, გადამეტებულად ანებივრებდნენ…  ჰოდა, შვილი მშობელს „თავზე აჯდებოდა“.

ამიტომაც მშობლებო, ყველას მოგიწოდებთ ნუ გაუბრაზდებით თქვენ შვილებს ზედმეტად და ნურც ძალიან გაანებივრებთ …  პირიქით ორივე ერთად გააკეთეთ ზომიერად და დიდი სიყვარულით“.

ნიკოლოზ თავბერიძე

10 წლის

მსგავსი სტატიები

Leave a Comment