ამ პოსტს იმ ახალგაზრდა გოგოებისთვის ვწერ, ვისაც, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ძალიან ბევრი მოსაგვარებელი საკითხი აქვს და მიაჩნია რომ სამყარო მის წინააღმდეგაა.
ჩემ ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა მატერიალურად ყველაფერი მქონდა, მაგრამ შინაგანად უბედური ვიყავი.
ყველა მოვლენას მყისიერად ვეწინააღმდეგებოდი. ვეწინააღმდეგებოდი იმ ადამიანებს ვისაც ვუყვარდი და უფრო მეტიც, ხშირად ისინი მძულდნენ და ვადანაშაულებდი, დედაჩემსაც კი. მერე ამის გამო დანაშაულის გრძნობა მიჩნდებოდა.
ახლა, ამ გადმოსახედიდან ვიცი რატომაც, შეუძლებელია მყვარებოდა და მიმეღო სხვა როცა არ მიყვარდა და უარვყოფდი ჩემს თავს. (კიდე ცალკე ტომია რატომ არ გვიყვარს საკუთარი თავი)
მე ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა ცვლილება, რადგან ჩემი თავის ყველაზე არასასურველი ვერსია ვხდებოდი. სწორედ მაშინ დავიწყე პიროვნული ზრდა, რადგან ჩვენ სწორედ ის გვეძლევა, რისთვისაც მზად ვართ. (მეგობრისგან გავიგე პიროვნულ ზრდაზე, როცა ჩემს მდგომარეობაზე ვუყვებოდი, მან ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა)
მინდოდა პასუხები მეპონვა ჩემს მდგომარეობაზე. მინდოდა ცვლილებები, რადგან ჩემი ცხოვრება უკეთესი გამეხადა. სიმართლე გითხრათ იმდენჯერ მქონდა საკუთარი თავისთვის დასმული კითხვა რატომ? რომ პიროვნული ზრდა პირდაპირ კითხვა „როგორ“-ით დავიწყე. რადგან ვგრძნობდი მე აღარ მქონდა დრო. (როცა „საფრთხე” აღარ მემუქრებოდა, მერე რა თქმა უნდა სიღრმისეული შესწავლა დავიწყე, იმისა თუ რატომ ვიყავი იქ სადაც ვიყავი).
ვისრუტავდი ინფორმაციებს და მაშინვე ყოვლედღიურობაში ვნერგავდი.
სწორედ ის უმნიშნვლეოვანესი, ქმედებები მინდა გაგიზიაროთ, რისი ყოველდღიურობაში დანერგვითაც, ორ წელიწადში მნიშვნელოვნად შევცვალე ჩემი ცხოვრება:
🍀ყოველ დღე, ჩემს თავს სარკის წინ ღიმილით, მინიმუმ შვიდჯერ, ვეუბნებოდი რომ მიყვარს, რომ მადლიერი ვარ, რომ ვამაყობ, რომ მჯერა, რომ ბოდიშს ვუხდიდი. (გულწრფელობის დროს ვაცნობიერებდი, რომ ყველაზე დიდი უმადური, საკუთარი თავის, თავადვე ვიყავი. რამაც შემდეგ უდიდესი მადლიერება და სიყვარული მასწავლა საკუთარი თავის. გირჩევთ ინტერესის გამო მაინც გააკეთოთ ეს სავრჯიშო.)
🍀არცერთი სალანძღავი და უდიერი სიტყვა საკუთარ თავს. არც ვინმესგან გატარება-მიღება,თუნდაც ხუმრობით. (გეტყვით რომ ეს არის ყოველდღე ერთი კოვზი საწამლავი თქვენი თვითშეფასებისთვის. აღკვეთეთ თქვენი ცხოვრებიდან!!!)
🍀 ლექსიკონიდან სიტყვა “ვერ” ამოვიღე და ის სიტყვა “არ”-ით ჩავანაცვლე. ( რას ჰქვია ვერ?! ძალიან ბევრჯერ ვუთხარი საკუთარ თავს, რომ აღიარება სჯობდა, იმისა რომ არ მინდოდა ან არ ვიცოდი! “ვერ”-ის ამოღებით ბევრი უნარი განვივითარე და ბევრი ახალი საქმე ვისწავლე. : ) 🙂 )
🍀ამოვიღე სიტყვა “ვცდი”-ს ყველა ფორმა, “ვეცდები”, “ვცდილობ” და მისთანები. (ტყუილი საკუთარ თავს! მცდელობა, ეს არაფრის მცდელობაა. უბრალოდ ვაკეთებდი იმდენჯერ სანამ არ გამომივიდოდა, ამან ნებისყოფაც განმივითარა.)
🍀არ ვწუწუნებდი და არც სხვების წუწუნს ვუსმენდი.( ვის აინტერესებს 🙂 ჩემთან წუწუნს თუ იწყებენ, მერე გარბიან ან თავადაც სამუდამოდ გამოეთხოვებიან ხოლმე, რადგან მაშინვე მოქმედებისკენ მოვუწოდებ 🙂 )
🍀ჭორაობა არ მიყვარს, ამიტომ ან გავერიდებოდი, ან კორექტულად ვეუბნებოდი, რომ ჩემთვის ბევრად უფრო სასიამოვნო, ჩვენზე ან ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბარი იქნებოდა.( ამან უფრო დაგვაახლოვა, განგვივითარა მსჯელობისა და კამათის უნარი, როგორც მე ასევე მათ 🙂 )
🍀არ ვუყურებდი არანაირ საინფორმაციოს. (ანტიდეპრესანტია. სიმართლე გითხრათ ამ პუნქტს მინდა გადავხედო, რადგან პრემიერ მინისტის სახელიც არ ვიცი. ეს 6 წლის წინ დავნერგე. )
🍀წავშალე ყველა “ბალასტი” გვერდი. ( უკეთესები ვნახე. ახლა ვიცი როგორი არ იქნება ჩემი გვერდი 🙂 )
🍀დავამთავრე უპერსპექტივო ურთიერთობები. (ახლები დავიწყე)
🍀ნეგატიური მოვლენების აღქმა დავიწყე, როგორც ჩემი ბედნიერებისთვის აუცილებელი პირობა . (ისინი მაინც არსებობენ, ამიტომ მათგან ვისწავლე და ახლა მათი მადლიერი ვარ, რადგან იმუნიტეტი მაქვს 🙂 )
🍀ხშირად ვუწყობდი გამოწვევას ჩემს თავს (გავდიოდი კომფორტის ზონიდან.ზოგი ძალიან გიჟური გამოწვევა იყო დაახლოებით ისეთი, სპორტულებზე წვეტიანი ტუფლები რომ ჩავიცვა 😀 რამაც კიდე უფრო გამზარდა და განმავითარა )
🍀მინიმუმამდე დავიყვანე , ჩემი ცხოვრების წარუმატებლობაში სხვების დადანაშაულება. ( ეს საწინდარია იმის რომ გავიაზრო, რას ნიშნავს 100%-ანი პასუხისმგებლობა არა სხვების, არამედ ჩემს ცხოვრებაზე, ჯერ კიდე ვმუშაობ ამაზე ).
🍀გამოვემშვიდობე ძველ მოგონებებს, ადგილებს და ნივთებს, რომლითაც წარსულზე ჩაბღაუჭებული ვიყავი. (მივხვდი რომ თუ მინდა ვიცხოვრო აწმყოში, ფიქრით სულ წარსულში არ უნდა ვიყო. )
🍀დავიწყე ყოველდღიური გეგმის წერა, შემდეგ მივამატე კვირის, თვის, წლის და ახლა უკვე 2 წლიანი გეგმა მაქვს გაწერილი. რომლისკენაც ყოველ დღე მყარ ნაბიჯებს ვდგამ. ( ჩემი ოცნებები მაშინ ავიხდინე როცა ისინი მიზნად ვაქციე და მისთვის მოქმედება დავიწყე. ოცნებას ერთი გვერდითი მოვლენა აქვს, ისინი მიზნებად თუ არ დავსახეთ მხოლოდ აუხდენენლ ოცნებებად რჩებიან. )
🍀ვაპატიე საკუთარ თავს. ვაპატიე ის რაც საკუთარ თავს ვაწყენინე, რაც სხვებს ვაწყენინე და რაც მაწყენინენს. ახლა ბედნიერი ვარ რომ შემიძლია ვაპატიო ის რაც თავად მეწყინა… (პატიებამ გამათავისუფლა, შურის, ბოღმისა და უამრავი ნეგატიური, ღრმად ჩალექილი მოვლენებისგან, რომელიც ღრმა ბავშვობიდან ჩემში იყო. ყველაზე მეტი საპატიებელი კი საკუთარი თავისთვის მქონდა. წმინდანი არ ვარ, ახლაც მწყინს და როცა ვგრძნობ, რომ რაღაც ისე არ მიდის, მაშინვე პატიების რიტუალებს ვაკეთებ. თუ გადაწყვეტთ თქვენც გააკეთოთ, გეტყვით რომ ბევრი ხელსახოცი დაგჭირდებათ 🙂 )
ეს ის პატარა-დიდი ქმედებებია თავისივე ლოკალური და უმნიშნველოვანესი გაცნობიერებებით, რამაც გლობალური შედეგები მომიტანა ჩემს ცოხვრებაში. მათზე აუცილებლად ცალკე დავწერ და გაგიზიარებთ. რადგან ჩემთვის სხვა ადამიანების წარმატება უდიდეს მოტივაციად იქცა.
ასე იცვლება ყველა ადამიანის ცხოვრება, როცა ის შეუპოვრად მიდის საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად. მე ვიცოდი, მჯეროდა რომ შემეძლო მომეხდინა ცვლილებები და მოვახდინე ისინი. ახლა სხვა გამოწვევები მაქვს და მე მზად ვარ. ახლა უკვე ვიცი რისთვის მინდა ცვლილებები. ეს უფრო დიდი მოტივაციაა.
P.S მინდა გითხრათ, რომ ეს გზა სავსე იყო სირთულეებით, გამოცდებით, შიშებით, ეჭვებით, ტირილისა და საკუთარ თავთან დაუსრულებელი დიალოგების ღამეებით, მაგრამ მე შევძელი და ვიცი შენც შეძლებ, თუ რა თქმა უნდა უცხოპლანეტელი არ ხარ 🙂 ადრე არ ვიცოდი რა მექნა მათთვის, მაგრამ ახლა ვიცი, როცა ისინი ფიქრებად შემოაწვებიან ასეთი სახის მიმიკით მივაბრძანებ უკან.
მარიამ ტატუაშვილი