fbpx

თუ გსურთ წარმატებული და აღიარებული იყოთ

ავტორი ჟოლო
2,972 ნახვა

წარმატების მოპოვებისთვის საჭირო თვისებებს შორის მთავარია მიზნის სიცხადე და ამოცანის შესრულების მწველი სურვილი. ( ნაპოლეონ ჰილი)

ვიდრე წარმატების კიბეზე ასვლას შეუდგები, დარწმუნდი, რომ საჭირო შენობაზეა მიდგმული. (სტივენ კოვი)

გაუაზრებელი მოქმედება პრობლემის უპირველესი წყაროა. (ალეკ მაკენზი)

დროის ყველაზე ფუჭი ხარჯვა არასაჭირო სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაა. ( ბრაიან თრეისი)

დაგეგმვა – ეს არის მომავლის აწმყოში გადმოტანა, რაც საშუალებას გაძლევთ, განსაზღვროთ თქვენი ხვალინდელი დღე. (ალან ლაკეინი)

დრო ყველაფრისთვის გვეყოფა, თუ მას მართებულად გამოვიყენებთ. (იოჰან ვოლფგანგ გოეთე)

ნუ აჰყვებით ცდუნებას, ნუ დაიწყებთ სამუშაოს შედარებით უმნიშვნელო საქმეების მოგვარებით. ( ბრაიან თრეისი)

თუ გსურთ წარმატებული და აღიარებული იყოთ, მთელი ძალა და ენერგია რომელიმე კონკრეტული საქმიანობისკენ მიმართეთ. (ორისონ სუეიტ მარდენი)

წარმატების პირველი კანონი არის კონცენტრაცია – მიმართეთ მთელი ენერგია ერთი მიზნისკენ, იარეთ წინ, არ გაიხედოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. (უილიამ მეთიუსი)

წარმატების ყველაზე საიმედო საშუალება არის ნებისმიერი სამუშაოს იმაზე მეტად შესრულება, ვიდრე თქვენგან მოელიან. (ოგ მანდინო)

შეასრულეთ თქვენი სამუშაო. შეასრულეთ არა უბრალოდ, არამედ დაუმატეთ ისეთი რამ, რაც ყველაფერ დანარჩენს გადაწონის. ( დინ ბრიგსი)

ნუ ელოდებით რამე განსაკუთრებულს, ნუ ფიქრობთ: „ამის დრო არ არის” , შეუდექით საქმეს ახლავე, დაიწყეთ იმ ინსტრუმენტებით,  რომლებიც ამჟამად ხელთ გაქვთ, უკეთესი მერე გამოჩნდება.(ნაპოლეონ ჰილი)

მსგავსი სტატიები

Leave a Comment