ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია აჭარაში იმართება, წელს საერთაშორისო ლიტერატორებს და ხელოვანებს მასპინძლობს. ქართველ ლიტერატორებთან ერთად ფესტივალში “ზე-კართან” მონაწილეობას მიიღებენ: დომენიკო პოლიტო (იტალია), ალესანდრო ალეგრა (იტალია), აფაგ მესუდა გამომცემელი მწერალი (აზერბაიჯანი), იმირ მამედლი, მწერალი, მთარგმნელი (აზერბაიჯანი), კარიკატურისტი -კემო საქართველოდან, რომელიც მსოფლიო კარიკატურისტების საერთაშორისო ფესტივალის სამგზის გამარჯვებილია.
ფესტივალი 19-22 სექტემბერს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ჩატარდება საჯარო ლექციები, პოეზიის საღამოები, ლიტერატურულ-თეატრალური პეფორმანსი “ანბანთქება”, ფოლკლორული კონცერტები და გამოფენები. ასევე ქართული ლექსების მიხედვით მხატვრები შექმნიან ფერწერულ ტილოებს.
ფესტივალი 2013 წელს რეჟისორ ვახტანგ ბერიძის იდეით დაფუძნდა. მისი მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაციის გაზრდა პოეტებსა და პროზაიკოსებში, რათა აჭარის ისტორიასა და კულტურაზე, მისი ბუნების სილამაზე უფრო მეტი ნაწარმოები შეიქმნას.
ფესტივალი ხელს უწყობს მთიანი აჭარის კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციას.
ვახტანგ ბერიძე, ფესტივალის დამფუძნებელი: წელს ფესტივალი ანა ლაშხელის ხსოვნას ეძღვნება. გასულ წელს ანა ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე იყო… 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით მთიან აჭარაში ველოდებით მათ, ვისაც აქამდე არ მიეცათ საშუალება ჩვენთან ერთად ზიარებოდნენ მაღალმთიანი აჭარის კულტურულ მემკვიდრეობას, ბუნების ხიბლს და მომაჯადოებელ ფოლკლორს, გაცნობოდნენ ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლების შემოქმედებას.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და შუახევისა და ხულოს მერიის დაფინანსებით იმართება.
გადადით ლინკზე: