fbpx

წელს ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება

ავტორი ნინო გონგაძე
22 ნახვა

წელს, ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ლადო გუდიაშვილის ფონდი ოთხ საიუბილეო გამოფენას გაუწევს ორგანიზებას. პირველი გამოფენა დღეს მხატვრის სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა, რომელსაც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის ორმოციანი წლების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენა ექვსი მაისიდან ცხრამეტ ივნისამდე გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ორმოცდაათიანი წლების ფერწერა და გრაფიკა მომდევნო ექსპოზიციაზე გამოიფინება, რომელიც ოცდაორი ივნისიდან ოცდახუთ ოქტომბრამდე მოეწყობა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment