fbpx

რეზო ჩხიკვიშვილი ექვთიმე თაყაიშვილის როლში

ავტორი ნინო გონგაძე
88 ნახვა

სექტემბრიდან კინო ეკრანებზე ახალი ქართული მხატვრული ფილმი “ექვთიმე”გამოდის. ექვთიმე თაყაიშვილის როლის შესასრულებლად საზრვარგარეთ მოღვაწე ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი მოიწვიეს. მსახიობი ექვთიმე ღვთისკაცის როლს საკუთარი კარიერის გვირგვინად მიიჩნევს. მისთვის განსაკუთრებული პატივია ის ფაქტი, რომ ექვთიმეს მსგავსად, ისიც წარმოშობით გურიიდან სოფელ ლიხაურიდან არის. “ექვთიმე”ისტორიულ ბიოგრაფიული ფილმია, რომელზეც რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ სცენარისტ ლაშა კანკავასთან ერთად იმუშავა. ლაშა ფილმში გალაკტიონ ტაბიძის როლს თამაშობს. ფილმის გადასაღებ ლოკაციებად სოფელი ლიხაური, გონიო, საგურამო და მცხეთა შეარჩიეს. გადაღებები დაგეგმილია საფრანგეთშიც, სადაც წლების მანძილზე ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოს განძს იცავდა და უფრთხილდებოდა. ფილმში ასევე მოთხრობილია ექვთიმესა და ნინო პალტარაცკაიას სიყვარულის ისტორია. ფილმში მაყურებელი სხვა ცნობილ ისტორიულ პიროვნებებსაც იხილავს. ფილმის გადაღებები მაისში დასრულდება. ქართველი მაყურებელი კი ამ ნამუშევრის შეფასებას სექტემბერში შეძლებს. შემოქმედებითი ჯგუფი იმედოვნებს, რომ ამ მხატვრული ფილმით მთელ მსოფლიოს გააცნობს ეროვნული გმირის ისტორიას.

ნიკოლოზ ხომასურიძე: ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და საამაყოა ამ ფილმზე მუშაობა, რადგან ჩემი აზრით, ყველაზე გამორჩეული ქართველის ცხოვრებას ვაცოცხლებ. ჩემი მისიაა რაც შეიძლება კარგად და ლამაზად გადმოვცე რას და როგორ აკეთებდა ექვთიმე საქართველოში.

რეზო ჩხიკვიშვილი: ამხელა პიროვნების, ექვთიმე ღვთისკაცის გაცოცხლება ეკრანზე, ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ბევრი როლი მითამაშია, მაგრამ ამაზე ალბათ ოცნებასაც ვერ გავბედავდი. არ არსებობდა არცერთი ქართული საქმე, რომელიც ექვთიმეს გარეშე გაკეთდებოდა. რაღაც სხვა ადამიანი გავხდი. ყოველი გადაღების დღე ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment