მოზარდ მაყურებელთა თეატრში დიდი პრემიერისთვის ემზადებიან. პირველად ქართულ სცენაზე მიუზიკლი “მაუგლი” დაიდგმება. დადგმის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე და მსოფლიოს კინო ეკრანებზე კიპლინგის ცნობილი ნაწარმოების ერთობლივი პრემიერაა. უკვე ას წელზე მეტია ჯუნგლებში, მგლების ოჯახში გაზრდილი ბიჭის ამბავი ყველა თაობის მკითხველისა თუ მაყურებლისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ისტორიაა. კიპლინგის ცნობილ ისტორიას თეატრის სცენაზე ორმოცდახუთზე მეტი მსახიობი გააცოცხლებს. პატარა მაუგლის როლის შემსრულებელი საგანგებო ქასტინგის შედეგად შეირჩა. მუსიკა მიუზიკლისთვის კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ დაწერა. ჯუნგლების სამყაროს მრავალფეროვნების უკეთ შესაგრძნობად, ორიგინალური კოსტუმებითა და დეკორაციით წარმოდგენა სცენის საზღვრებს სცდება და დარბაზის მთელ სივრცეს იპყრობს. პერსონაჟებს სრული გარდასახვა, ველური სამყაროს რთული კანონების გათავისება და სცენაზე სიმღერის ცოცხლად შესრულება უწევთ. თხუტმეტი აპრილიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრი ამ უჩვეულო სანახაობის საყურებლად გეპატიჟებათ.
136
შემდეგი სტატია