მათ ვისაც წიგნი და მუსიკა გიყვართ, ან ერთად, ან ცალ-ცალკე, ოცდაერთი აპრილიდან ფილარმონიაში საგაზაფხულო ფესტივალი “წიგნი და მუსიკა” იწყება. უამრავ წიგნთან და დიდ ფასდაკლებებთან ერთად, თქვენ გელოდებათ ქართველი შემსრულებლების ცოცხალი კონცერტები და სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა. საბავშვო ღონისძიებები. იქნება ავტორებისა და წიგნების წარდგენა, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, მუსიკალური პერფომანსების პარალელურად. მკითხველებთან შეხვედრას გამართავენ მწერლები, მთარგმნელები და რედაქტორები, ისინი ისაუბრებენ თავიანთ წიგნებზე და უპასუხებენ მკითხველის შეკითხვებს.ფესტივალის ფარგლებში თქვენ შეხვდებით: ლაშა ბუღაძეს, დათო ტურაშვილს, ეკატერინე ტოგონიძეს, თამთა მელაშვილს, დავით დეფი გოგიბედაშვილსა და სხვა ავტორებს. ჩვენი მუსიკალური განწყობის ამაღლებაზე იზრუნებენ მუსიკოსები და შემსრულებლები: რეზო კიკნაძე, შოთა ადამაშვილი, დათო ლომიძე, “წერილი”, “blue sun”, “the window”, “the bearfox” და სხვა მუსიკალური ჯგუფები. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია. მაშ ასე, წიგნისა და მუსიკის მოყვარულებო, თქვენთვის სამ დღიანი ნამდვილი დღესასწაული იწყება და რაც ყველაზე მთავარია დასწრება თავისუფალია.
საგაზაფხულო ფესტივალი “წიგნი და მუსიკა” იწყება
26
წინა სტატია