32
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის, საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეები თბილისში გამარჯვებულები დაბრუნდნენ. მათ წარმატება მოიპოვეს რიგაში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე. ახალგაზრდა ბალერინამ სალომე ლევერაშვილმა გრანპრი და ოქროს მედალი მოიპოვა. მან ესმერალდას ვარიაცია წარმოადგინა ბალეტიდან “ესმერალდა”. საბალეტო ვარიაციის თანამედროვე ცეკვის ნომინაციაში კი მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მიიღო თათული თალაკვაძემ. კონკურსი რიგაში გუშინ დასრულდა.