1. წარმატებაა – ყოველდღე სახლში წასვლისას ოფისის კარს რომ მიიხურავ და იცი, რომ დღეს ძალიან კარგად იმუშავე.
2. წარმატებაა – გქონდეს სახლი და გყავდეს ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ.
3. წარმატებაა – გქონდეს ფინანსური უსაფრთხოება, რათა შეგეძლოთ ყოველთვიური ვალდებულებების დაფარვა, და იმის ცოდნა, რომ თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში თქვენი ოჯახიც იქნება მსგავსად უზრუნველყოფილი.
4. წარმატებაა – გქონდეს ისეთი რწმენა, რომელიც მაშინაც გიჩვენებთ გზას, როცა შესახვევი არსად ჩანს.
5. წარმატებაა – გქონდეს ინტერესი ან ჰობი, რომელიც სიმშვიდეს და სიამოვნებას განიჭებს.
6. წარმატებაა – იცოდე ვინ ხარ, და ვისი ხარ.
7. წარმატებაა – საკუთარი თავის მოვლა და ყოველ დღე ჯანმრთელად გაღვიძება.
8. წარმატებაა დღის ბოლოს საბნის ქვეშ შეძვრომა და მადლიერების გრძნობით იმის გაცნობიერება, რომ “ამაზე ბევრად უკეთესი შეუძლებელია იყოს რამე!
რა არ არის წარმატება:
1. წარმატება არ გულისხმობს ოჯახური ვახშმის გაცდენას კვირაში რამდენჯერმე, ბევრი მუშაობის გამო.
2. წარმატებული არ ხართ სამსახურიდან სახლში მისული ტელევიზორთან თუ ცდილობთ განმარტოებას იმ მოტივით, რომ მძიმე დღის შემდეგ პირადი სივრცე გჭირდებათ.
3. წარმატება არ არის იმაზე ფიქრი, თუ როგორ იშოვოთ მეტი ფული, როცა უკვე იმაზე მეტი გაქვთ, ვიდრე დახარჯვა შეგიძლიათ.
4. წარმატება არ ნიშნავს დადიოდე და არ ითვალისწინებდე იმას, რასაც იქ ისმენ.
5. წარმატება არ ნიშნავს მუშაობას გართობის გარეშე.
6. წარმატება არ ნიშნავს იყო იმდენად დაკავებული, რომ ჯანსაღი საკვების ნაცვლად ფასთ-ფუდის ჭამა გიწევდეს.
7. წარმატება არ არის მთელი ენერგიის დახარჯვა ნერვიულობაში ჯანმრთელობის, დაგვიანებული პროექტების, შვილის კონცერტის გაცდენის, გადასახადების, ან სხვა მიზეზების გამო.
8. წარმატება არ ნიშნავს საჭესთან მესიჯობას გადატვირთული გრაფიკის გამო.