ერთ სასწავლებელში სტუდენტი სასადილოში შევიდა. თავისუფალი ადგილი ვერ ნახა და პროფესორის გვერდით დაჯდა. პროფესორმა უთხრა:
— ბატი ღორთან არ მეგობრობს.
სტუდენტი:
— მაშინ, კარგად, სხვაგან გადავფრინდები.
პროფესორი შეურაცხყოფილი დარჩა და გადაწყვიტა სტუდენტი გამოცდებში ჩაეჭრა. გამოცდის დღეა. პროფესორმა სტუდენტს ყველაზე რთული ბილეთები მისცა, მაგრამ სტუდენტი შესანიშნავად პასუხობდა. ბოლოს ასეთი კითხვა დასვა:
— დავუშვათ, მიდიხარ გზაზე და დაინახე ორი ტომარა. ერთი სავსეა ოქროთი, მეორე კი ჭკუით. რომელს აირჩევ?
— იმას, რომელშიც ოქროა, – უპასუხა სტუდენტმა.
პროფესორი:
— მე კი იმას ავიღებდი, რომელშიც ჭკუაა.
სტუდენტი:
— ვისთვის როგორ, ყველა იმას აიღებს, რაც აკლია.
პროფესორი გაბრაზდა და ჩათვლის წიგნაკში სტუდენტს ჩაუწერა: “ვირი”.
სტუდენტი გავიდა, ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა, პროფესორს წიგნაკი გაუწოდა და უთხრა:
— თქვენ ხელი მოაწერეთ, ნიშნის დასმა კი დაგვიწყებიათ…