„უცებ დირექტორი ეუბნება დედაჩემს, მოდი ერთი ვცადოთ, ეგ შენი ბიჭი გავუშვათ სცენაზეო. ერთხელ დავენახე, როგორ ვოინბაზობდი დედაჩემის ნაცნობების წინაშე.
მახსოვს როგორ მტაცა ხელი და სცენაზე გამომათრია;
ორი სიტყვით მიმართა ხალხს, რაღაც უთხრა და იქვე დამტოვა, მარტოკა.
ხელადვე დავიწყე მაშინდელი პოპულარული სიმღერა “ჯეკ ჯონსი”. ორკესტრიც ამყვა, ჯერ შუაზე არ ვიყავი მისული, რომ სეტყვასავით წამოვიდა დარბაზიდან სცენაზე მონეტები.
სიმღერა შევწყვიტე და ხალხს მივმართე: მოდი, ჯერ ამ მონეტებს მოვკრეფ და სიმღერას მერე გავაგრძელებ-მეთქი. ჩემს სიტყვებზე ხარხარი ატყდა.
დირექტორიც გამოვიდა სცენაზე და მონეტების აკრეფა მიშველა. მე შევშინდი, ეს ფული თავისთვის არ დაიტოვოს-მეთქი. ხალხმაც შენიშნა ჩემი შიში და ამაზე კიდევ უფრო ახარხარდა.
ასეთი გახლდათ ჩემი პირველი გამოსვლა სცენაზე.”
ჩარლი ჩაპლინი