fbpx

ამპულა ქალიშვილებისთვის – „ტელეფონზე მირეკავს ნაცნობი ქალბატონი“…

ავტორი ჟოლო
69 ნახვა

„ნაღდი ისტორია“ – ასე ასათაურებს უცხოეთში მცხოვრები სულა სულაშვილი ამბავს, რომელსაც ღიმილის გარეშე ვერ ჩაიკითხავთ.

საფრანგეთში რამდენიმე წლის წინ დაიწყო ვაქცინირება მკერდის სიმსივნის და საშვილოსნოს ყელის პრევენცირებისთვის.
ბენეფიცირები აუცილებლად უნდა ყოფილიყვენენ ქალიშვილები.
ტელეფონზე მირეკავს ნაცნობი ქალბატონი.
– ბატონო სულა გევიგე აი ამბავი და გაწუხებთ, ჩემი ლიზიკოსთვის მინდა და რამდენად შესაძლებელია საქართველოში, რომ გამომიგზავნოთ ერთი ამპიულა?
– რამდენი წლის არის ლიზი?
– 28 შეუსრულდა ბატონო ჩემო…
– ქალწულია?
– რაფერ, მხოლოდ ქალწულებისთვისაა აგი?
– კი ეს აუცილებელი პირობაა…
– დედა მოუკვდეს, ამ ბაღანას ბედი ხომ არაფერში აქვს. არაა ქალწული, მშვილდოსანია და არ წავა მიზა ხო?

მსგავსი სტატიები

Leave a Comment