fbpx

ეს უნდა იცოდეთ

ავტორი ჟოლო
313 ნახვა

1.მეცნიერულად დამტკიცებულია რომ თუ 21 დღის განმავლობაში სულ ერთი და იმავეს დაიცავ, ჩვევად გექცევა. ესეიგი მხოლოდ 21 დღე უნდა გაიჭირვო და მერე მარტივია.

2. მე-17 საუკუნეში თერმომეტრებს კონიაკით ავსებდნენ და არა ვერცხლისწყლით.

3. სტატისტიკის მიხედვით გერმანელები ყველაზე მაღლები არიან.

4. ორ საათიანი ფილმის ფირი 3200 მეტრია.

5. ეიფელის კოშკს ყოველ 7 წელიწადში ერთხელ თავიდან ბოლომდე ღებავენ.

6. დედამიწა უფრო სწრაფად აგვისტოში ბრუნავს, ყველაზე ნელა კი მარტსა და აპრილში.

7.ერთი წლის განმავლობაში ერთი ხე დაახლოებით 120 კილოგრამ ჟანგბადს გამოყოფს, რაც ორ ადამიანს სრულიად თავისუფლად მოამარაგებს ჰაერით.

8. ჩინეთში მასწავლებლები ბავშვებს უფლებას აძლევენ გაკვეთილზე 20 წუთით დაიძინონ რათა უკეთ ისწავლონ.

9. 9 მეტრი, ამ სიგრძეზე შეუძლია ზრდასრულ კენგურუს გადახტომა.

10. მაღაზიების გასახდელში მყიდველს იზიდავს სარკე საკუთარი თავის შესათვალიერებლად.

11. ასტრონავტების ჩაფხუტებზე არის სპეციალური მოწყობილობა, რითიც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ცხვირის მოფხანა.

12. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქალის სახელია ანა, ეს სახელი 100 მილიონ ქალს ქვია.

13. მორიელებს შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში არაფერი ჭამონ.

14. ქვის გაცურების მსოფლიო რეკორდი ამერიკელმა კურტ შტაინერმა შეძლო, რომელმაც ქვას აიძულა 88 – ჯერ გაცურებულიყო.

15. ფინეთში სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმა განისაზღვრება მძღოლის წლიური შემოსავლის მიხედვით.

16. ზვიგენს შეუძლია ერთი წვეთი სისხლის აღქმა 100 ლიტრ წყალში.

17. “რულეტკის” ციფრთა ჯამი 666-ს უდრის.

18. კოლიბრი ერთადერთი ჩიტია, რომელსაც უკან ფრენა შეუძლია.

19.  პეპლები მიწისძვრის დროს ვერ დაფრინავენ.

20. ხეოფსის პირამიდის ფილებს შორის ქინძისთავს ვერ ჩადებ.

21. ესკიმოსების ენაში არ არსებობს სიტყვა ‘გუშინ’

22. საშუალოდ ადამიანი 7 წუთში იძინებს.

23. დაახლოებით 70 პროცენტამდე ადამიანების არიან ზეგავლენის ქვეშ სხვისი აზრისა, მხოლოდ 30 % გააჩნია საკუთარი აზრი.

24. ძველ საბერძნეთში თუ პაციენტი ოპერაციის დროს გარდაიცვლებოდა, ექიმს ხელებს აჭრიდნენ.

25. თუ youtube-დან ვიდეოს გადმოწერა გინდათ უბრალოდ “ss” მიუწერეთ youtube-ის წინ.

26. სამეფო კობრას იმდენი შხამი აქვს რომ შეუძლია მოკლას 20 ადამიანი და ერთი სპილო.

27. მსოფლიო რეკორდი სუნთქვის შეკავებაში 22 წუთი და 30 წამია.

28. ვინდოუსში ვერ შექმნით ფაილს ან პაპკას სახელად con.

29. ყველაზე დიდ დროს, დაახლოებით ცხრა საათს დღეში, ტელევიზორთან იაპონელები ატარებენ.

30.უილიამ შექსპირის უმცროსმა გოგონამ წერა-კითხვა არ იცოდა.

31. ვეშაპის გული წუთში დაახლოებით 9-ჯერ ცემს.

32. ზღვის თახვები ძილის დროს ერთმანეთს თათებით ეჭიდებიან, რათა ისინი დინებამ არ დააშოროს ერთმანეთს.

33.აშშ-ს მოსახლეობა ცხოველების მოსავლელად ყოველ წელს 5.4 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

34.შავი კატა აზიელებისათვის ბედნიერების მომტანად ითვლება.

35. წელი, რომელიც ღვინის ბოთლზეა მითითებული, აღნიშნავს წელს, როდესაც ყურძნის ნაყოფი დაკრიფეს და არა როდისაა ღვინო ბოთლში ჩასხმული.

36. ლეონარდო და ვინჩიმ დახარჯა თითქმის 12 წელი, რომ დაეხატა „მონა ლიზას ტუჩები”

37.მსოფლიოში ყოველდღიურად 4.5 მილიარდი ლიტრი ბენზინი გამოიყენება.

38. ლეგენდარული მსახიობის მერლინ მონროს დედას შიზოფრენია სჭირდა.

39. ოლიმპიურმა ჩემპიონმა თოფიდან სროლაში, კაროია ტაკაჩამ, მარჯვენა ხელის ამპუტაცია გაიკეთა. ამ ამბიდან 8 თვის შემდეგ მან მარცხენა ხელით მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.

40. ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრის სახელი „პეპი გრძელი წინდა“ მწერლის ქალიშვილმა, კარინმა მოიფიქრა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment