„ორიგინალი ჯგუფი“ – ახალი რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“ თბილისის ყველა უბანში
ახალი რესტორნების ქსელის „ჩემო კარგოს“ რესტორნებს მალე თბილისის ყველა უბანში ვიხილავთ. ეს გადაწყვეტილება ორიგინალი ჯგუფის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ამ სფეროში საკმაო გამოცდილება დააგროვეს.
გვანცა ფანჩულიძე, მარკეტინგის მენეჯერი: „რესტორანი ორიგინალი 13 წლის ისტორიით, ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებელი მუდამ კმაყოფილია მომსახურებით, მათ ხვდებათ კომფორტული გარემო ლანჩისთვის, ოჯახური შეკრებისთვის თუ წვეულებების გასამართად.
ადგილი სადაც ყოველ საღამოს ცოცხალი მუსიკა ჟღერს, ქართული კერძები კი მომზადებულია ნატურალური პროდუქტებით, რომელიც წვრილი მეწარმეების ფერმებიდან პირდაპირ „ორიგინალის“ სამზარეულოში ხვდება და რაც მთავარია ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად.
კერძების დამზადება ხდება ტრადიციული რეცეპტებით, მაგალითად ხინკლისთვის კვლიავი ჩამოდის ყაზბეგიდან, კუბდარის სანელებლები მესტიიდან, ჭადის ფქვილი სამეგრელოდან, ამ ტენდენციით ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ წარმოებებს.
დაგროვილმა გამოცდილებამ და ცოდნამ საშუალება მოგვცა გავფართოვდეთ და თბილისის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებელს შევთავაზოთ ხელმისაწვდომი კომფორტი და გემრიელი ადგილი დროის გასატარებლად.
დღეს ნაძალადევისა და გლდანის ობიექტებს ხალხი იცნობს როგორც „ტავერნა რესტორან ორიგინლას“ რებრენდინგის შემდეგ კი წარსდრება როგორც რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“. ეს სახელი სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას მომხმარებელთან, ჩვენ ვემსახურებით სიყვარულით და არ ვცვლით ხარისხს – მუდამ ნატურალური პროდუქტები. თითოეული ობიექტი სრულად აღჭურვილია შშმ პირთათვის და ორიგინალი ჯგუფის მენეჯემნეტი თვლის რომ თითოეული მეწარმის ვალია თანაბარი პირობები შეუქმნას ადამიანებს, და ყველას მისცეს საშუალება იყოს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.
მათთვის ვინც ჩვენს ობიექტებზე მოსვლას ვერ ახერხერხებს მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისი ქალაქის მასშტაბით.
571103010 / 322693010
„ჩემო კარგო“ – გემსახურებით სიყვარულით






