fbpx

Cosmes – გზა ბედნიერების შეგრძნებისკენ

ავტორი ჟოლო
535 ნახვა

როგორ ფიქრობთ, რას აკეთებთ როცა სახეზე საცხს ისვამთ?

გგონიათ ეს უბრალოდ რუტინაა?

ან უბრალოდ სახეს უვლით?

სისულელეა. თუ ასე ფიქრობთ, შეგიძლიათ საერთოდ არაფერი წაისვათ, მაინც არ აქვს აზრი.

თქვენი სახე თქვენ ხართ. ამ სახით ხართ წარდგენილი სრულიად სამყაროს წინაშე. მასზე ჩანს თქვენი ყველაფერი -სული, გული, ემოციები, პრობლმები, დაავადებები, იმდებიც და იმედგაცრუებებიც…

და რაც სახეზეა ასახული, მასზე ზემოქმედება სახიდანვე შეიძლება.

სახე თქვენი ჯადოსნური ჯოხია, ხიდია საკუთარ თავთან დასაკავშირებლად.

სახის მოვლა თქვენი მაგიური რიტუალია, უმოკლესი გზა თვითშეფასების ასამაღლებლად.

სახეზე ნაზად და სიყვარულით შეხება (და არა გაქცევით რაღაცის მიტყეპება) საკუთარი თავის აღიარება და სიყვარულია.

სახე, თმა, კანი, ხელები, მთელი სხეული თქვენი უმთავრესი პულტია თქვენი ცხოვრების სამართავად.

პრობლემები გაქვთ?

სანამ დამამშვიდებელს დალევთ ან მეგობართან გაიქცევით საწუწუნოდ, ჯერ საკუთარ თავს მიხედეთ სიყვარულით, მოეფერეთ, მოუარეთ, უყიდეთ ბეევრი და ხარისხიანი საშუალება გასანებივრებლად.

დაუყვედრებლად უყიდეთ.

იმიტომ, რომ ეს მხოლოდ საცხების ან თავის მოვლის საშუალებების ნაკრები არ არის.

ეს არის გზა საკუთარი თავის სიყვარულისკენ, დაფასებისკებ, საკუთარი ფასეულობის დანახვისკენ. ეს არის გზა ბედნიერების შეგრძნებისკენ.

ჩემი გზა  სახის გავლით საკუთარი თავისკენ Cosmes-ზე გადის.

გამომყევით

შეუკვეთეთ ეს საოცარი არომატის, ნაზი, ბუნებრივი კოსმეტიკა და გაინებივრეთ თავი სიყვარულით.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment