fbpx

სპეციალური ფასდაკლებები საბარათე გადახდებზე ქართულ მაღაზიებში

ავტორი ჟოლო
92 ნახვა

განვადებებზე დაწესებულმა საბანკო რეგულაციებმა სამომხმარებლო ბაზარი როგორც საოჯახო ტექნიკის, ისე ყველა სხვა მიმართულებით, საგრძნობლად შეამცირა.

მომხმარებლები, რომლებიც სასურველ პროდუქციას აქამდე განვადებით ყიდულობდნენ, იძულებულები არიან ან უარი თქვან შენაძენზე ან მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეარჩიონ.

შესაბამისად, აღნიშნულმა ვითარებამ, უამრავ მაღაზიას საქართველოში გაყიდვების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ზრდა საბარათე გადახდების მიმართულებით. ანუ მომხმარებლები, რომლებსაც განვადება არ უმტკიცდებათ, არჩევანს სტანდარტულ საბარათე ანგარიშსწორებაზე აკეთებენ.

ამ კუთხით, რამდენიმე ცნობილმა მაღაზიამ, მათ შორის ინტერნეტშიც, შეიმუშავა სპეციალური მარკეტინგული კამპანია, რომელიც სწორედ საბარათე გადახდების წახალისებას ეხება.

მაგალითად, ინტერნეტ მაღაზია www.isurve.ge მომხმარებელს ნებისმიერ ამ ტიპის გადახდაზე დამატებით ფასდაკლებას სთავაზობს.

აქციის პირობების მიხედვით, 10-დან 1500 ლარამდე შენაძენზე, თუ მომხმარებელი თანხას საბანკო ბარათით გადაიხდის, მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებს.

პირობები არ ზღუდავს არც ნივთის ტიპს და არც რეგიონს, საიდანაც განხორციელდა შესყიდვა.

ამასთან, ისევ ძალაში რჩება უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სტანდარტული გარანტია და სხვა დამატებითი პირობები, რომლითაც მყიდველები მაღაზიაში აქამდეც სარგებლობდნენ.

მაღაზიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული აქციის შედეგებს ყურადღებით აკვირდებიან და მისი გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღებენ, თუმცა ზოგადი გამოხმაურება როგორც სოციალურ ქსელებში, ისე მომხმარებლებთან პირად საუბრებში, საკმაოდ დადებითია.

ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით მსგავსი ტიპის შეთავაზებები კიდევ რამდენიმე ინტერნეტ მაღაზიასა და დიდ ქალაქებში მდებარე სტანდარტულ შოურუმებში იგეგმება.

ეს ყველაფერი ქართულ სამომხმარებლო ბაზარს გარკვეულწილად ახალ ეტაპზე აიყვანს და ამით ის მსოფლიო ბაზრებს დაემსგავსება, იმ განსხვავებით, რომ უცხოეთში ბარათით, თუმცა საკრედიტო ბარათით გადახდა საკმაოდ პოპულარული ალტერნატივაა, მაშინ როცა ამ კუთხით საქართველოში რეგულაციები ამ ტიპის დაკრედიტებასაც შეეხო.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment