⚜️⚜️⚜️⚜️
ნებსით თუ უნებლიეთ…
ალბათ, უფრო ნებით,
დღეს აღმოჩნდით ისეთ გარემოებებში, რაც თავად შექმენით თქვენი აზრებით, ემოციებით და ქმედებებით.
⚜️⚜️⚜️⚜️
ნებსით თუ უნებლიეთ,
ალბათ, უფრო ნებით,
რასაც ბოლო წლებში
ამბობდით,
განიკითხვადით,
წუწუნებდით…
რა ემოციებსაც ატარებდით გულში,
რაც ყველაზე მეტად აღგაფრთოვანდებდათ
ან რასაც ყველაზე მეტად განიცდით –
სწორედ ის გისრულდებათ დღეს.
ადამიანისთვის ყველა პრობლემას კუთვნილება აქვს – რაღაცის ან ვიღაცის გამო ჩნდება… და სწორედ, აქედან გამომდინარე ვითარდება მოგვიანებით ურთიერთობები.
⚜️⚜️⚜️⚜️
რა საინტერესოა, ერთი წუთით, რომ გეფიქრათ – „ყველა, განურჩევლად ყველა, ვისაც გარშემო ვხედავ, ახლა ცხოვრების მოცემულ სიტუაციაში ნერვებს მიშლის თუ მაშფოთებს, აბსოლუტურად ყველა – „მე ვარ“!.
როგორ ფიქრობთ,
რას იფიქრებდით,
რას იგრძნობდით,
როგორ მოექცეოდით „თავ(ებ)ს“?
⚜️⚜️⚜️⚜️
ვიცი, ყველგან და ყველაფერში თქვენ ელოდებით სრულყოფილებას!
ამას სთხოვთ საკუთარ თავს, ცდილობთ საკუთარი თავი გასწიროთ სრულყოფილების ლოდინში და თითქოს აღწევთ კიდეც… მაგრამ ამ დროს სხვები, მითუმეტეს ახლობლები გიმსხვრევენ იმედებს!
გაქვთ უსამართლობის და უმადურობის შეგრძნება, თქვენ ხომ ყველაფერს აკეთებთ რომ იყოთ კარგი….
რატომ არ ცდილობენ ისინი იგივეს, ნეტავ?
საინტერესოა, რატომ ხდება ასე?
იმიტომ რომ იგივდებით ფიზიკურ სხეულთან, მატერიასთან და ცხოვრობთ თავში…
არადა თქვენ სული ხართ რომელმაც დროებით ითხოვა ეს სხეული და უკვე უჭერს, რადგან თქვენი შეხედულელების ტყვეობაში გყავთ გამომწყვდეული!
სული ითხოვს ზრდას,
მას სჭირდება ეს ადგილი, ეს სხეული და ეს გარემოებები… სული გაკვეთილების გასავლელად მოდის დედამიწაზე
იმიტომ რომ ისწავლოს…
იმიტომ რომ ამაღდეს….
თქვენ კი თქვენი ჩარჩოები გვაქვთ დაწესებული : სრულყოფილებას ითხოვთ თავისგან და მითუმეტეს
ითხოვთ სხვებისგან.
ნუ მოითხოვთ და ითხოვთ – დედამიწა არ არის ადგილი, სადაც ყველაფერი იდეალურად იქნება თქვენთვის.
⚜️⚜️⚜️⚜️
სიყვარული;
სამყაროს ნდობა და სიხარული;
მადლიერება და ბედნიერება;
შეცნობა და ჰარმონია;
მიმღებლობა და სიმშვიდე….
სანამ უპირობო სიყვარულის გამოცდას არ ჩააბარებთ საკუთარ თავთან, წაროუდგენლად ტკივილიანია სხვების – შვილ(ებ)ის, დედამთილის, მეუღლის, უფროსის, შეყვარებულის… გამოწვეული პრობლემები…
წარმოიდგინეთ ყველა ისინი ხართ თქვენ!
⚜️⚜️⚜️⚜️
მიიღეთ და შეიყვარეთ თავი.
მიიღეთ და შეიყვარეთ ჩვეულებრივი ადამიანები (შვილები, ქმრები, უცხონი…..)
აღიარეთ, სამყაროში თქვენი არსებობის უფლება, ისეთად როგორიც ხართ და თქვენ აღაირებთ სხვების უფლებებს, იყვნენ ისეთები როგორებიც არიან.
თუ აღაიარებთ თავში არჩვეულებრივობას, ჩვეულებრივი ადამიანებიც არაჩვეულებრივნი გახდებიან.
მართლაც და თითოეული მათგანი ხომ უნიკალური, განსაკუთრებული და განუმეორებელია…
⚜️⚜️⚜️⚜️
რატომ გეჩქარებათ სამყაროს თქვენს შეხედულებების ჩარჩოებში მომწყვდება?
თქვენს თავს რაღაცნაირად მოამწყვდევთ, მაგრამ სხვებს ვერ შეძლებთ, არ გამოგივათ…
და ეს ასეც უნდა იყოს!
არასდროს იჩქაროთ და ნუ ააჩქარებთ სხვებს,
ნუ ანჯღრევთ ისტერიულად, შეშფოთებულ და შეშინებულ ხეს, როდესაც ნაყოფი მკვახეა – მომწიფდება და ჩამოვარდება თავისთავად.
⚜️⚜️⚜️⚜️
ყველაფერი ხდება ისე როგორც უნდა ხდებოდეს და ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა უნდა ხდებოდეს.
⚜️⚜️⚜️⚜️
ნებსით თუ უნებლიეთ,
ალბათ, უფრო ნებით,
ყველა ცხოვრობს ისე
როგორც შეუძლია,
როგორც უნდა,
როგორ დამოკიდებულებებშიც არის,
რასაც გასცემს იმას იღებს
ცხოვრების ამ მომენტისთვის…
ეს მისი შეხედულებით იდეალური
მდგომარეობა,
ქმედება
თუ
უმოქმედობა
წარმაოდგენს ცხოვრების გზაზე, გარემოებების დერეფანს, სადაც თავის გამოვლენას ამგვარად ახდენს და რა დროსაც, საკუთარი თავიდან გაქცევისას ყველა ღებულობს ცხოვრებისგან სხვადასხვა ხარისხის „წიხლს“…
თქვენ გტკივათ ძალიან,
არა და თითქოს მათ უმზერთ ფანჯრიდან…
⚜️⚜️⚜️⚜️
არ ვიცი რამდენად გადმოვეცი სათქმელი, ძალიან დიდი პოსტი კი გამომივიდა, უღღმესი მადლობა
💙მადლიერებებით და 🙏სიყვარულით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია
⏩⏩ http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
#ზრდისფაქტორი
#ზრდისფაქტორიარჩევანია
ონლაინ მარათონი
