თიკო სანიკიძე, მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც მსოფლიოს არაერთ ცნობილ გალერეაში გამოიფინა. ამჯერად, მის ჰიპერ რეალიზმის ჟანრში შესრულებულ ნახატებს შემოდგომაზე, ნიუ იორკშიც შეაფასებენ. სულ ცოტა ხნის წინ მხატვრის პერსონალური ექპოზიცია რომში შეაფასეს, სწორედ იქ დაინტერესდნენ ქართველი ხელოვანით ამერიკელები და მანჰეტენზე მდებარე პრესტიჟულ გალერეაში შესთავაზეს გამოფენის მოწყობა. საზღვრებს გარეთ ოცდათორმეტი წლის ხელოვანის ნახატები საკმაოდ ძვირად ფასობს. მისი ნახატები დაცულია კერძო კოლქციებშიც. თიკო თანამედროვე მიმდინარეობით რამდენიმე წელია დაინტერესდა. თავდაპირველად თავი პორტრეტების ხატვით დაიმკვიდრა. გრაფიკაში მუშაობა ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. გამორჩეულად უყვარს პორტრეტების და ბავშვების ხატვა. თვლის, რომ ბავშვები ემოციებს გულწრფელად გამოხატავენ.
თიკო სანიკიძე: კლასიკოსი მხატვარი ვარ. ნებისმიერ ჟანრსა და ტექნიკაში ვმოღვაწეობ. ამ გამოფენისთვის აქცენტს ჰიპერ რეალიზმზე ვაკეთებ. დიდ იმედებს ვამყარებ ამ გამოფენაზე. იქ მსოფლიოს მასშტაბით მოწვეული კრიტიკოსები იქნებიან. ჩვენი ქვეყნის სახელს კიდევ ერთხელ გავიტან საზღვრებს გარეთ.