fbpx

ვოკალური ანსამბლი “TAKE 6” თბილისში ჩამოდის

ავტორი ნინო გონგაძე
60 ნახვა

ათი “გრემის” მფლობელი, ლეგენდარული ვოკალური ანსამბლი “TAKE 6” თბილისში ჩამოდის. ისინი ჯანსუღ კახიძის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს გახსნიან. ჯგუფი საქართველოს ერთხელ უკვე სტუმრობდა ჯაზფესტივალის ფარგლებში. კონცერტში თბილისის სიმფონიური ორკესტრიც მონაწილეობს, რომელსაც ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. ღონისძიება ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში თორმეტ მაისს საღამოს რვა საათზე დაიწყება. დიდი ქართველი მაესტროს სახელობის ფესტივალი ოცდახუთ მაისამდე გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment