fbpx

ცხოვრებისეული გაკვეთილები „კოსმოპოლიტენის“  ლეგენდარული რედაქტორისგან

ავტორი Ann
2.2K ნახვა

ჰელენ გურლეი ბრაუნი გახლავთ ქალბატონი, რომელიც პირველი ალაპარაკდა საჯაროდ ქალების უფლებებსა და მოთხოვნილებებზე, ამის გამო მას ხშირად აკრიტიკებდნენ. ეს ქალბატონი ცნობილი ჟურნალის „კოსმოპოლიტენის“ რედაქტორი 1965-1997 წლებში იყო და სრულიად შესაძლებელია მის დამსახურებად ჩავთვალოთ ამერიკული და ევროპული საზოგადოების დღევანდელი თავისუფალი აზროვნება. ის ყოველთვის საუბრობდა სხეულის მოვლასა და კაცების გულის მონადირების გზებზე. გთავაზობთ რამდენიმე ცხოვრებისეულ რჩევას ჰელენისგან, რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანს გამოადგება.

 

სერიოზულად მიუდექი სიამოვნებას – „რა არის სექსუალური ქალი? ძალიან მარტივად, ეს არის ქალი, რომელიც სექსისგან სიამოვნებას იღებს“. ეს იყო განცხადება, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო, რადგან იმ დროისთვის ლამაზი ქალებისთვის ქორწინებამდე სექსი კატეგორიულად აკრძალული იყო, სიამოვნების მიღებაზე კი საუბარიც ზედმეტია. ჰელენი ფიქრობდა, რომ სიამოვნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტ სიამოვნებას იღებ, მით უფრო მეტს გასცემ.

 

იმუშავე და შეასრულე შენი მოვალეობები პირნათლად – მან საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო მუშაობა და ვიდრე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი გახდებოდა 17 სხვადასხვა სამსახური გამოიცვალა. ამიტომ მან შესანიშნავად იცოდა შრომის ფასი და ყოველთვის ამბობდა: „არ მოითხოვო სწრაფი გლამური, მიეცი საკუთარ თავს დრო, რომ გახდე მოთხოვნადი“.

 

თან ატარე საჭმელი – შესაძლოა ბევრი ქალისთვის ეს სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა ჰელენი ფიქრობდა, რომ სამსახურში საკვების ფულის დაზოგვით შეგიძლია დასასვენებელი ფულიც კი გადადო. გარდა ამისა, სახლში მომზადებული საკვები გაცილებით უფრო გემრიელი და სასარგებლოა.

 

მოუსმინე ხალხს – „არასდროს დაგავიწყდეს, რომ თუ მხოლოდ შენ ლაპარაკობ, აუცილებლად მოაბეზრებ სხვებს თავს“, – ამბობდა ბრაუნი. საუბარი ორმხრივი უნდა იყოს და არა მონოლოგის რეჟიმში.

 

დაჯექით სწორად – „დაჯექი სწორად, დადექი სწორად, იპოზიორე!“ – ეს მისი უკვდავი ფრაზაა. ის ფიქრობდა, რომ ლამაზად ჯდომა კარგ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს.

 

დაე, შენი პრობლემები შენთვის სტიმული იყოს – ეს ფრაზა მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოდის. ჰელენის მამა ახალგაზრდა გარდაიცვალა, დედა კი დეპრესიაში ჩავარდა, და დაავადებული იყო დამბლით და ოჯახი ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა. მაშინ გოგონამ გადაწყვიტა პრობლემები მისთვის სტიმული ყოფილიყო და ცხოვრებაში ბევრისთვის მიეღწია. შედეგად, დღეს ჰელენ გურლეი ბრაუნის სახელი ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment