49
„ნუ წაიკითხავთ ამ გვერდს, თუ დიდი წარმატებისა და პირველობის გეშინიათ“ – ვკითხულობთ „ბიზნეს სამიტის“ პირველივე გვერდზე… არადა იქვე იმდენად დამაინტრიგებელი წარდგენაა, რომ რთულია გვერდი აუაროს იმ ადამიანმაც კი რომელსაც პირველობის ეშინია.
„ბიზნეს სამიტი 2016″ იმ უძლიერესი გუნდის (ბიზნეს ინტელექტიკა) ორგანიზებით ეწყობა, რომელმაც ბოლო წლის მანძილზე საკუთარი მოგება ბიზნესში 200%-ით გაზარდა. თუნდაც, აქედან გამომდინარე რთულია არ ენდო ადამიანებს, რომლებიც პრაქტიკოსები და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და რომლებიც იმ გზას გაჩვენებენ, რაც უკვე თავად გატკეპნეს…
ბიზნეს სამიტსს გიორგი თვალაძე და ირაკლი ბლიაძე წარმოგიდგენთ.