fbpx

თუ გინდა, რომ შენს საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო იყო …

ავტორი ჟოლო
2,283 ნახვა

თუ ისე მოიქცევი, რომ უკვე თითქოს ის ხარ ვინც გინდა, რომ იყო, იმ თვისებებითა და იმ ნიჭით დაჯილდოებული, რომელიც გინდა რომ გქონდეს, შენი მოქმედებები შესაბამის გრძნობებს გამოიწვევს. შექცევადობის კანონის მიხედვით თავს მოიტყუებ და ისე იგრძნობ, როგორც გინდა, რომ იგრძნო.

თუ გინდა, რომ შენს საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ისე ჩაიცვი, როგორც ამ საქმეში მომუშავე წარმატებული ადამიანები იცვამენ. მათნაირი ვარცხნილობა გაიკეთე, მათი მსგავსი ჩვევები გამოიმუშავე. ამ სფეროში ყველაზე წარმატებულები ამოირჩიე და მათ მიბაძე.

თუ შესაძლებელია პირდაპირ მათთან მიდი და რჩევა ჰკითხე, ამ ინდუსტრიაში უფრო სწრაფად როგორ უნდა წაიწიო წინ. რაც უნდა გირჩიონ, მაშინვე გაითავისე. იმოქმედე.

როდესაც საუკეთესო სპეციალისტების მსგავსად დაიწყებ სიარულს, ლაპარაკს, ჩაცმასა და მოქმედებას, მალე თავსაც ასეთად იგრძნობ. იმ შედეგებს მიაღწევ, რასაც ისინი აღწევენ და უმოკლეს დროში შენც მათნაირ ადამიანად იქცევი.

ფრაზაში – „თავი მანამდე მოაჩვენე, ( მოიკატუნე) სანამ ტყუილი რეალობად არ იქცევა“ , დიდი სიმართლე დევს.

ბრაიან თრეისი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment