fbpx

“ამაზე დიდი კაიფი და სიამოვნება არაფერია” – ირაკლი ჭანტურია

ავტორი ჟოლო
330 ნახვა

როცა შენს შიგნით ცნობიერად  შეიგრძნობ სიყვარულს, ხარ სიყვარულის მდგომარეობაში,  სწორედ მაშინ კაიფობ და იღებ სიამოვნებას ამ ცხოვრებისგან,  ეს დანიშნულება აქვს აქ ყოფნასაც,  ცნობიერად, სიყვარულად ყოფნის განცდით არსებობა.

ამ მდგომარეობის შესაგრძნობად დამატებითი სტიმულატორების მიღება ილუზია და სიყალბეა,  ანუ სიყალბიდან ახალ სიყალბეში გადასვლა, ილუზიებიდან ილუზიაში ჩაძირვა. არა თუ ხრამიდან ამოსვლა,  ხრამში უფრო ღმად ჩახტომაა.

ამიტომ ნუ ჩახტები ხრამში,  ძილიდან ნუ გადახვალ ძილქუშში,  გამოფხიზლდი და მოდი აქ! შენ,  რომელიც მიდიხარ რომ შეიგრძნო სიამოვნება და სტიმულატორებით,  კიდევ უფრო ღმა ძილს ეძლევი,  მე ამ წამს, აქ  ვიღებ იმას რასაც შენ “გასვლით” იღებ. ხოდა, “ნუ წახვალ იქ,  მოდი აქ”!

“აქ” და “ახლა” ყოფნაში მოდი, სიყვარულის მდგომარეობაში. გათავისუფლდი და გაცნობიერდი, ამაზე დიდი კაიფი და სიამოვნება არაფერია,  როცა ფხიზლად არსებობ სიცხადის შეგრძნებით.  სუნთქვასაც კი დააკვირდები და ჰაერის შეგრძნებაც კი სიამოვნებას მოგგვრის შენში. სიცოცხლით დატკბები. ხოდა როგორც ჩემი საყვარელი მეგობარი იტყვის ხოლმე, “გაცნობიერდი რაა,  ძალიან გთხოვ”

***

მე ვარ სინათლე და სიყვარული. ჩემშია დედამიწის შუაგულში არსებული ენერგიის წყარო კი არა, გალაქტიკის ცენტრის ენერგია და მიმზიდველობა, გულის ფეთქვასავით რომ გადმოსცემს მთელ სამყაროს მის გრავიტაციულ ტალღებს.

***

ყველა სკოლის, სასწავლებლის, უნივერსიტეტის, დაწესებულების შესასვლელთან

დვაწერდი:

“გაცნობიერდი, რათა შენმა გაუცნობიერებლობამ არ დაგსაჯოს შენ”

შემდეგ იმ კრიმინალებისთვის ვინც დანაშაული ჩაიდინა და დაიჭირეს, ყველა ციხისა და საკნის შესასვლელთან გავაკეთებდი წარწერას:

“შენმა გაუცნობიერებლობამ დაგსაჯა შენ”

გაუცნობიერებლობაა სიბნელე და საღათას ღრმა ძილი.

გაცნობიერებული მდგომარეობა სინათლე და სიფხიზლე.

ხოდა მეც ჯიგრულად გთხოვთ რა. გაიღვიძეთ, იცით რას ასწორებს.

ირაკლი ჭანტურია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment