fbpx

გრანდიოზული ცვლილებების კარიბჭესთან

ავტორი ჟოლო
850 ნახვა
ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ ჩვენი პრობლემების მიზეზი არის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, ცუდი მთავრობა და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში, კრიზისები, ომები, ეპიდემიები, ეკოლოგიური კატასტროფები, ტოტალური უმუშევრობა, სიღარიბე არის არა მიზეზი ჩვენი პრობლემებისა, არამედ არის შედეგი ჩვენი ცხოვრების წესისა და აზროვნების ფორმებისა.
 
 
ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების გამო კი არ გვაქვს პრობლემები, არამედ ჩვენს აზროვნებაში არსებული პრობლემების გამო გვაქვს ეს კრიზისები.
შეიძლება ზოგიერთებს არ მოგეწონოთ, შეიძლება თქვათ რა სისულელეებს ამბობს და ა.შ. მესმის თქვენი. არაუშავს. კითხვა და წერა თავის დროზე ერთეულების ხვედრი იყო, საუკუნეები დასჭირდა რომ ადამიანებს მასიურად დაეწყოთ წერა და კითხვა, საუკუნეები დასჭირდა რომ განათლება უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
 
 
ცივილიზაციის თანამედროვე რეაქტიული ტემპებით განვითარების ეპოქაში, საუკენეები არა, მაგრამ გარკვეული წლები მაინც დასჭირდება სრულიად ახალი ტიპის ცოდნის და განათლების ადამიანთა შორის მასობრივად გავრცელებას. ყველაფერი კი ერთეულებიდან იწყება…
ამიტომ, იმათგან, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობს 1%-მაც რომ დაიჯეროს და დაიწყოს საკუთარ თავზე ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიღწევა იქნება.
 
 
ახლა ჩვენ ვდგავართ უდიდესი, გრანდიოზული ცვლილებების კარიბჭესთან. ინდუსტრიული, მატერიალისტური საუკუნის შემდეგ დგება ინფორმაციული და სულიერი საუკუნის ხანა. ახლოსაა ჟამი გრანდიოზული ცვლილებებისა ადამიანის აზროვნებაში, ჩვენი სულიერი, ინტელქტუალური დონისა და შესაძლებლობების სრულიად ახალ განზომილებაში გადასვლაში და სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის თაობა, რომლებსაც გვაკისრია უზარმაზარი როლი მთელ ამ გრანდიოზულ პროცესებში.
 
 
ჩვენ ვართ ის თაობა, რომლის მისიაც არის ერთგვარი ასაფრენი ზოლის მომზადება, გზის გაწმენდა იმ თაობებისთვის, რომლებმაც უნდა მოახდინონ ეს საოცარი, გრანდიოზული გარღვევა კაცობრიობის ისტორიაში…
დღეისთვის კი იმის გაცნობიერებაც საკმარისია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ენერგეტიკას, რომლითაც ვცხოვრობთ, ვსაქმიანობთ, ვსუნთქვათ.
 
 
დედა ტერეზა ამბობდა: “როცა უფლის წინაშე წარვსდგებით, არა მგონია მან განგვსაჯოს იმის მიხედვით, თუ რა გავაკეთეთ. მგონი ის უფრო იმის მიხედვით განგვსჯის, თუ რაოდენ სიყვარულს ვაქსოვდით იმ საქმეში, რასაც ვაკეთებდით”.
 
 
დიახ, ყველაფერი უნდა კეთდებოდეს სიყვარულით. ცოდნა არ არის მთავარი და საკმარისი, და სხვათაშორის, არც რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს. რწმენით ღმერთის არსებობა ეშმაკსაც სწამს მაგრამ ეს არ ცვლის მის სატანისებურ ბუნებას რადგან მასში არ არის სიყვარული.
ეშმაკი ეს არის გენია სიყვარულის გარეშე.
 
 
ჩვენ შეიძლება ძალიან ძლიერები ვიყოთ ამა თუ იმ დარგში, გვქონდეს უზარმაზარი გამოცდილება, ცოდნა, ტალანტი, ვიყოთ გენიოსები, მაგრამ თუ ეს ყველაფერი სიყვარულით არ არის ნასაზრდოები, მაშინ შედეგები იქნება სავალალო, დამანგრეველი როგორც ჩვენთვის, ისე იმ ადამიანებისთვის რომლებიც ჩვენ მოგვენდობა.
 
 
ამიტომ ჩააქსოვეთ სიყვარული ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ყოველ სიტყვაში, ყოველ ქმედებაში, ყოველ გამოხედვაში, ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაში, ყოველ ფიქრსა და აზრში, ოცნებებში და სიზმრებშიც კი და კიდევ – ისწავლეთ პატიება… თუმცა ამაზე სხვა დროს…
შევხვდებით მწვერვალზე!
 
 
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment