ერთხელ ჩინელ ფერმერს ცხენი გაექცა. მას მეზობლები ეწვივნენ მწუხარების გამოსახატავად და უთხრეს:
„ვწუხვართ, რომ ცხენი გაგექცა, ეს დიდი უბედურებაა.”
ფერმერმა უპასუხა: “შესაძლოა.”
მეორე დღეს ცხენი დაბრუნდა შვიდ ველურ ცხენთან ერთად. მეზობლებმა ამჯერად მიულოცეს: “რა ბედნიერებაა, დიდებულია!”
ფერმერმა ისეთივე პასუხი დაუბრუნა: “შესაძლოა.”
შემდეგ დღეს ფერმერის შვილი ერთ-ერთი ცხენის მოთვინიერებისას გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა.
მეზობლებმა მწუხარება გამოთქვეს: “ეს საშინელებაა!”
“შესაძლოა, ” – გაიმეორა ფერმერმა.
მეორე დღეს სოფელს ოფიცერი ესტუმრა, მან აღწერა ყველა ახალგაზრდა, რომელიც ჯარში უნდა წაეყვანა, თუმცა ფერმერის შვილი დაიწუნა, რადგან მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი.
“ეს ხომ საოცრად კარგია!” უთხრეს მეზობლებმა. ფერმერმა კი კვლავ უპასუხა: “შესაძლოა.”
შესაძლოა ძლიერი ან სუსტი იყოთ დღეს, მაგრამ თქვენი ბედი ნებისმიერ წუთს დატრიალდეს და თქვენი ცხოვრება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს. ეს ადამიანების ცხოვრებაში ყოველ დღე ხდება.