fbpx

როგორ გავიუმჯობესოთ წარმოსახვა

ავტორი ჟოლო
2.9K ნახვა

„წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია“- განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მეცნიერმა ალბერტ ეინშტეინმა. წარმოსახვის ძალა ერთ-ერთი უდიდესია სამყაროში. სწორედ წარმოსახვაა ყოველი ადამიანის მიღწევების წყარო.

„ვხედავ ადამიანებს როგორ უჭირთ წარმოსახვითი ფანტაზიის უნარი, ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი და უბრალო, გასაგები ენით მესწავლებინა მათთვის ის რაც საკუთარი გამოცდილებით ვიცი“ – ამბობს მაია აბესაძე.

 მაია აბესაძე: წარმოიდგინეთ რომ სამყარო არის 3 წლის ბავშვი. ზოგჯერ ჯიუტიც  რომელმაც არ იცის ვინ ლამაზია , ვინ მახინჯია, ვინ შავია, ვინ თეთრია და ა.შ. მან იცის მხოლოდ სიყვარულის და ერთგულების ენერგეტიკა და უზომოდ უხარია როცა შენ ხარ მისი ერთგული. 

ის ხელგაშლილია და ზოგჯერ ძუნწიც. (ძუნწი იმ შემთხვევაშია, როცა მას არ ჰყოფნის თქვენგან ის ენერგეტიკა, რაც მას ავსებს იმისთვიის რომ მადლი გაიღოს) ანუ პრობლემა თქვენშია და არა მასში. როგორ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ.

სამყარო ხომ ბავშვია და მას უყვარს თამაში. ხოდა თქვენ უნდა ეთამაშოთ მას, ოღონდ სიყვარულით.  
თქვენ უნდა გახსნათ სიყვარული თქვენში. როგორც მაცხოვარი ამბობს: გადმოდგით ერთი ნაბიჯი ჩემსკენ და მე ორს გადმოვდგამ თქვენსკენო. აი ეს პრინციპი მუშაობს…  მეორე ციტატასაც მოვიყვან ბიბლიიდან – მაცხოვარი გვეუბნება: გახდით პატარა ბავშვებივით უმანკონი და სამყარო თქვენსკენ მოიხედავსო. ( უმანკოში არ იგულისხმება თქვენი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ან ის ქარცეცხლი რაც გამოიარეთ გაუცნობიერებელ დონეზე ყოფნის დროს) უმანკოში იგულისხმება სულიერი უმანკოება.

თქვენ იცით რომ ჩვენ ადამიანები შექმნილები ვართ შემოქმედებად და ეს ძალა ჩვენში ჩადო თავად უფალმა. ჩვენ შეგვწევს უდიდესი ძალა იმისთვის რომ დავამარცხოთ ჩვენი გაჭირვება და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად შექმნილი ახლანდელი ეკონომიკური მდგომარეობა. და არა მხოლოდ ეს. ჩვენ გვაქვს უსაზღვრო ენერგეტიკული ძალა, რომელი ძალითაც მთებსაც კი დავძრავთ თუკი მთელი გულით მოვისურვებთ ამას.

დღეს გასწავლით წარმოსახვით ტექნიკას. თუ როგორ გაიუმჯობესოთ თქვენი წარმოსახვა. აიღეთ მაგალითად თქვენი ახლობლის ან საკუთარი სურათი. გაუღიმეთ და გაუგზავნეთ მას სიყვარული. ეცადეთ დააკვირდეთ მას ხუთი წამის განმავლობაში, შემდეგ გადადეთ და შეეცადეთ აღიდგინოთ, ოღონდ ბევრად დიდი ზომის.

შეიძლება თავიდან არ გამოგივიდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად შესძლებთ, მთავარია ივარჯიშოთ. მაგ: პიანინოზე როცა სწავლობთ დაკვრას, თავიდან ხომ გიჭირთ, მაგრამ როცა სისტემატიურად იწყებთ ვარჯიშს, დაკვრაც უკეთესი გამოგდით.

ისევ გეუბნებით, რომ სამყარო პატარა ბავშვია და მას ესაჭიროება რეჟიმი. თქვენ უნდა დაიცვათ რეჟიმი. (მაგ: დღე გამოშვებით ხომ არ აჭმევდით თქვენს ბავშვს საჭმელს? არა, რა თქმა უნდა. მას უდგენთ რეჟიმს და ყოველ დღე , ერთი და იმავე დროს თქვენს სამყაროს კვებავთ თქვენი სიყვარულის ენერგეტიკით) ეცადეთ სადაც არ უნდა იყოთ და თუ არ გაქვთ სურათი ვინმესი, თქვენს წინ არის მთელი სამყაროს სახეები და ეცადეთ ვინმეს დააკვირდეთ და შემდეგ გვერდით გაიხედეთ და წარმოისახეთ ეს ადამიანი თქვენს წინ. ეს პრაქტიკა შეგიძლიათ საგნებზეც გააკეთოთ.

გაუგზავნეთ სიყვარულის ენერგია რომელიმე საგანს და შემდგომ ეს საგანი წარმოისახეთ. ამ სიყვარულის ენერგეტიკით კი ამ საგანს დაეხმარებით რომ უფრო კარგად იმუშაოს და მოგემსახუროთ დიდხანს. 

ამ პრაქტიკული ვარჯიშების დროს აუცილებელია დამატებით იმუშაოთ ფერებზე. მაგალითად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ აღიქვამენ ყველა ფერს. ეცადეთ იმუშაოთ იასამნისფერზე, სტაფილოსფერზე, უფრო ბაც ფერებზე და უფრო მუქ ანუ მკვეთრ ფერებზე. ცისფერი, მწვანე, წითელი და თეთრი ისედაც ყველას ადვილად აქვს აღქმაში.

გამოიმუშავეთ სხვადასხვა ფერთა ჰარმონია. ამისათვის კი იყიდეთ საღებავები და სახატავი ფორმატის ფურცლები და ეცადეთ ეს ფერები ხელით გადაიტანოთ ფურცელზე . ანუ ითხუპნავეთ და ითამაშეთ ამ ფერებით და რაც გსურთ ის ხატეთ. მთავარი არსი იმაშია რომ თქვენი ტვინი იმახსოვრებს ამ ფერს და წარმოსახვაში შემდგომ კარგად აღიქვამთ ყველაფერს.

დააკვირდით ასევე საკუთარ შინაგან რეაქციებს. არსებობს ფერები, რომლებიც გაღიზიანებას იწვევენ თქვენში ან გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა. აუცილებლად იმუშავეთ ამ ფერებთან რომელი ფერებიც იწვევს თქვენში პროტესტს. დააკვირდით შინაგან შეგრძნებებს, თუ რატომ იწვევს თქვენში პროტესტს, დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს და ის გიპასუხებთ აუცილებლად.

(ზოგჯერ არსებობს ასეთი რამ, თუ რომელიმე ადამიანი არ მოგწონთ და ის ადამიანი გამუდმებით ანუ ხშირად იცვამს რომელიღაც ფერის სამოსს, თქვენ ამ ფერზე უკვე ღიზიანდებით და ამ ფერს უკავშირებთ იმ ადამიანს და ეს შინაგანი პროტესტიც აქედან მოდის)

დაიმახსოვრეთ რომ ფერები ეს, თქვენთვისაა შექმნილი და არა თქვენ ფერებისთვის. თქვენ შეგიძლიათ ფერები შეცვალოთ თქვენს წარმოსახვაში. მაგალითად თქვენ უყურებთ ცისფერ წიგნს, თქვენ შეგიძლიათ თავს მისცეთ უფლება რომ ითამაშოთ და ეს ცისფერი წიგნი, გვერდით წარმოისახოთ ყვითლად . შავი თეთრად და წითელი ლურჯად და ასე შემდეგ. მოკლედ ეცადეთ შედით თამაშის პროცესში და იფანტაზიორეთ . 

როცა ამ ტექნიკებს დაამუშავებთ, გაიუმჯობესებთ და დაეუფლებით წარმოსახვით ხელოვნებას, მე გასწავლით და დაგიმატებთ სავარჯიშოებს. ანუ ოდნავ გავართულებთ ჩვენს ტექნიკას რომ შემდგომ ეტაპობრივად დასძლიოთ ეს პრაქტიკებიც.

გისურვებთ წარმატებებს! 

გისურვებთ ნებისყოფას და დიდ წარმატებებს!

წყარო: Samyaros Idumaleba

მსგავსი სტატიები

Leave a Comment