fbpx

როცა თქვენი არ სჯერათ…

ავტორი Ann
1.1K ნახვა

როგორც იქნა დადგა თქვენს ცხოვრებაში მომენტი, როცა შეგიძლიათ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და დაადგეთ ოცნებების ახდენის გზას. მზად ხართ წარმატებისთვის, იკრებთ გამბედაობას, ამ დროს კი ვიღაც ცდილობს ეჭვის მარცვალი გააღვივოს თქვენში, რომ მიზნის მიღწევას ვერ შეძლებთ.

მსგავსი რამ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ხდება და უმრავლესობაზე სამწუხაროდ, უარყოფითად მოქმედებს. ისინი წყვეტენ მიზნისაკენ სვლას, რადგან ეს გზა რთულად ეჩვენებათ.

როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს, რომ დაარწუნოთ „კეთილისმსურველები“ თქვენს შესაძლებლობებში?

აღიჭურვეთ პოზიტივით – ადამიანები, რომლებიც ეჭვებს გიღვივებენ სინამდვილეში ელოდებიან, რომ თქვენზე გავლენას მოახდენენ. თუ თქვენ საპასუხოდ მხოლოდ პოზიტივს დაახვედრებთ ისინი მიხვდებიან, რომ თქვენ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ.

აღნიშნეთ სხვების წარუმატებლობა – თითქმის ყველა წარმატებული ადამიანის ისტორიაში არსებობს წარუმატებელი ფურცელი. გახსოვდეთ, აინშტაინი მასწავლებლებს გონებრივად ჩარმორჩენილი ეგონათ.

დაივიწყეთ თვითკრიტიკა – წარმატებას პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა მიგაღწევინებთ. თუ ცდილობენ დაგარწმუნონ, რომ რაღაც არ გამოგივათ დროებით დაივიწყეთ თვითკრიტიკა და კონცენტრირდით თქვენს შესაძლებლობებზე.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment