თითქმის ყველა ადამიანს სურს ფინანსური კეთილდღეობა, თუმცა ეს ყველასთვის მიღწევადი არ არის. არა იმიტომ, რომ ვიღაც დაიბადა იმისთვის, რომ მდიდარი იყოს და ვიღაც პირიქით… სულაც არა, საქმე ისაა, რომ ბევრმა არ იცის სწორად როგორ იმოქმედოს.
თუ თქვენ ყველაფერს ფლანგავთ რასაც შოულობთ, ჩათვალეთ რომ სიბერეშიც კი იძულებული იქნებით ელემენტარული სურვილების დასაკმაყოფილებლად იმუშაოთ. უნდა გადახედოთ თქვენს სურვილებს, ნაცვლად იმისა, რომ ნებისმიერ სისულელეში დახარჯოთ ფული, სჯობს გადადოთ და უზრუნველი სიბერე შეიქმნათ.
მეორე რაც არ უნდა გააკეთოთ საკრედიტო ბარათების ნდობაა. კრედიტები ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება, რადგან ამის გარეშე ცხოვრება არც ისე მარტივია, მაგრამ გამუდმებით საკრედიტო ბარათებით ცხოვრება სწორი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ეს თქვენგან დამოუკიდებლად ვალებში გაგდებთ.
და კიდევ ერთი გასათვალისწინებელი დეტალი, ნუ იფიქრებთ, რომ დაიძინებთ და მეორე დღეს მდიდარი გაიღვიძებთ, ეს წარმატებაში ხელს გიშლით, რადგან როდესაც რაღაცას წარმოიდგენთ და მის განხორციელებას ვერ ახერხებთ ეს მოტივაციას და საკუთარი თავის რწმენას გიკარგავთ. მუდამ გახსოვდეთ, სიმდიდრე არ მიიღწევა სწრაფად.