fbpx

რაზეა დამოკიდებული ჩვენი განწყობა

ავტორი ჟოლო
1K ნახვა

ზოგჯერ ძალიან უბრალო რამე-რუმეებზეა დამოკიდებული ჩვენი მხიარული ხასიათი:

 ქარზე, რომელიც თმებს გიწეწავს;
 ახლად დაბადებულ კვიცზე, ბრმად რომ ცდილობს თავისი კაფანდარა ფეხებით, დედას გაჰყვეს;
 მიწის სუნზე, მცხუნვარე მზის და შხაპუნა წვიმის მერე;
 დილის ყავის სურნელზე;
ფოთლებით სავსე მაგიდაზე, გადაბრუნებულ ჭიქაზე;
 ზღვის ტალღების სიმშვიდეზე;
 ფანჯარასთან მოჭიკჭიკე ჩიტზე ან ოთახში შემოფრენილ პეპელაზე;
 ნაცნობ ხმის გაგონებაზე;
 ტიტინზე;
 გულიან სიცილზე;
…. და კიდევ ვინ მოსთვლის
მეგობრებო, თქვენ რა გაყენეთ კარგ ხასიათზე?

არ დაგეზაროთ, გავამრავლოთ სიხარული გაზიარებით და კომენტარებით, ეს გაალამაზებს დღეს!

სიყვარულით, პიროვნული ზრდის ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი
თამარ კვარაცხელია 

http://kvaratskhelia.pro/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment