fbpx

რწმენის ძალა

ავტორი ჟოლო
1.3K ნახვა

მინდა რწმენის ძალაზე გაგიზიაროთ ორი ნამდვილი ამბავი. ერთ-ერთი თავად მე გადამხდა, დაახლოებით რამდენიმე ათეული წლის წინ, მაშინ როცა საბავშვო ბაღში დავდიოდი…

ჩემს ჯგუფში ერთი ჩემსავით პატარა ბიჭი დადიოდა, რომელიც სიმაღლით ყველაზე მაღალი იყო, ერთხელ ვკითხე, — როგორ გაიზარდე ასე მაღალი? არ დანანებია საიდუმლოს გამხელა 🙂  ჩემს მეზობლად მისი ნათესავები ცხოვრობდნენ. მათ სახლის სახურავზე ჯოხზე რკინის მავთულებით მიმაგრებული მზის ფორმის კონსტრუქცია იდგა, ამ «რაღაცას» ვთხოვე და ასე გავიზარდეო…

მეც გულმოდგინედ ვთხოვდი ამ «რაღაც» მაღალ ჯოხზე დამაგრებულს, თქვენ წამოიდგინეთ და სიმაღლეში მოვიმატე, ისე რომ ჩემს ჯგუფში ყველაზე მაღალი გოგონა ვიყავი.

ერთ მშვენიერ დილას აღმოვაჩინე რომ ჩემს მეზობლებს ეს «რაღაც» ჯოხზე დამაგრებული მოუხსნიათ სახურავიდან  და აივანზე დაუმაგრებიათ, მაშინ დავინტერესდი «რაღაცა» რეალურად რა იყო ტელევიზორის ანტენა აღმოჩნდა…

მეორე ისტორია ალა პუგაჩოვას საუბილეო კონცერტზე მოვისმინე, პრიმადონას ტრადიცია წამყვანმა მაქსიმ გალკინმა გაამხილა, თურმე, წლების განმავლობაში, იურმალაში, ფესტივალზე ჩასული ალა, ყოველ დილით ტერასაზე გადიოდა, სადღაც შორს ეკლესია მოჩანდა და ალაც უთქვამდა სურვილებს და ლოცულობდა, ეს ტრადიცია თურმე წლების განმავლობაში გრძელდებოდა და მისი სურვილებიც ყოველთვის სრულდებოდა.

გასულ წელს კი მეუღლე შეშფოთებულმა გააღვიძა. აი რას ჰყვება  მაქსიმი: „დილით მაღვიძებს ალა და მეუბნება ამ ტრადიციაზე, წელს პირველად სათვალეებით გავედი ტერასაზე ტრადიციულად მოვემზადე სურვილებისა ჩასაფიქრებლად და აღმოვაჩინე, რომ წლების განმავლობაში თურმე სასტუმრო «მაიორის» ფლუგერზე ვლოცულობდიო…:) «

გესმით რა ძალა აქვს რწმენით ლოცვას? ….. არ აქვს მნიშვნელობა სად ლოცულობ, რაზე  ლოცულობ, რა სიტყვებს იყენებ ლოცვის დროს… მთავარია რწმენით დგომა, რწმენით არსებობა და რწმენით ლოცვა …..

დონარი სამადაშვილი

წყარო: http://donarisamadashvili.blogspot.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment