ძირითადი საფრთხე არა გარედან, არამედ შიგნიდან მოდის.
„გარეგანი“ ვერაფერს გვიზამს, თუ „შინაგანი“ ძლიერი და მტკიცეა.
* * *
ჩვენი ნამდვილი ხასიათი ვლინდება არა სასიკეთო პერსპექტივების, ბედნიერების და წარმატების მიღებისას, არამედ პრობლემების, კრიზისის, სტრესის, წარუმატებლობის და ღალატის დროს.
დარჩით ფეხზე მაშინაც კი როცა გრძნობთ, რომ თქვენი ყველა ფესვი გადაჭრილია.
* * *
საბოლოოდ, ყურადღება მაინც სინათლესა და სიყვარულზე შეაჩერეთ. მასზე მოახდინეთ კონცენტრაცია. უფრო მეტი დრო მათ დაუთმეთ და გაიზრდება თქვენს ცხოვრებაში სინათლეც და სიყვარულიც.
* * *
ყვავილები მოაშენეთ – სულში, გულში, გონებაში, სახლში…
* * *
ადამიანის უდიდესი შეცდომაა, როცა ის ფიქრობს, რომ სუსტი და ცუდია. ადამიანი ძლიერი და ნათელია.
სუსტი და ცუდი – ეს ადამიანის ჩვევები, სურვილები და აზრებია და არა თვითონ ადამიანი. ეს იმიტომ, რომ ადამიანი არ არის საკუთარი ჩვევები, სურვილები და აზრები.
ადამიანი არის – სული.
სულს ღვთიური ძალა გააჩნია, აქედან გამომდინარე, სულს შეუძლია შეცვალოს ყველა და ყველაფერი და მათ შორის ადამიანის ჩვევები, სურვილები და აზრები.
თქვენ ძლიერი და ნათელი ხართ და დაიჯერეთ ეს;
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი თავი და დაიჯერეთ ეს;
თქვენ შეგიძლიათ გაანათოთ თქვენი ცხოვრება და დაიჯერეთ ეს;
თქვენ შეგიძლიათ, რადგან შეუძლია ღმერთს თქვენში!
რამაზ გიგაური
