872
გულისყურით მოსმენით, ჩვენ დავიწყებთ სწორი მიმართულებით სიარულს.
რაც კი ოდესმე გონებით გადამიწყვეტია, ლოგიკისთვის აზრები დამიმორჩილებია, საკუთარი შინაგანი ხმები ჩამიხშვია/დამიწევია/გამიქვრია, შედეგად სასურველი კი მიმიღია(დიდი ძალისხმევის ფასად), მაგრამ ბედნიერების განცდა ამას არ ხლებია.
პირიქით, იყო შეგრძნება – რაღაც, ის არ არის რაც მინდოდა…
ამიტომ განვმეორდები და დავწერ:
გულის კარნახს მიჰყვე, ეს ყველაზე სწორი არჩევანია ცხოვრებაში და ამ დროს თავში აზრად არ მოგვდის სწორია თუ არა ეს ჩვენი გზა, რომელსაც მივყვებით.
დროთა განმავლობაში, გულისყურის გდების პროცესში, მოდის ის შეგრძნება, ქმედება და ნაყოფი – საერთოდ, რისთვისაც ღირს სიცოცხლე.
ყოველ შემთხვევაში, ჩემთან…
სიყვარულით, თამარ კვარაცხელია