fbpx

„როცა ყველაფერი დავკარგე, სწორედ მაშინ მოვიპოვე თავისუფლება” – ჯოან როულინგი

ავტორი ჟოლო
1.6K ნახვა

***

„როგორ მოვიპოვე თავდაჯერებულობა? შევწყვიტე ფარისევლობა, ვიღაცად თავის მოჩვენება და მთელი ენერგია მივმართე იმ ერთადერთის დასასრულებლად, რომელსაც ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა.

ფუჭი იყო ეჭვი, შევძლებ თუ არა კიდევ სხვა რამეში წარმატების მიღწევას, იქნებ სულაც ვერ მივაღწევ ვერაფერს იმ სფეროში, რომელიც ჩემს დანიშნულებად მიმაჩნია-მეთქი.

ამ ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა, თავისუფალი გავხდი, იმიტომ, რომ ყველაფერი , რისიც ძალიან მეშინოდა, უკვე მოხდა, მე კი კვლავ ცოცხალი ვიყავი, ისევ მყავდა ჩემი სათაყვანებელი ქალიშვილი, მქონდა ძველი საბეჭდი მანქანა და გრანდიოზული იდეა, ფსკერი ჩემთვის სწორედ იმ მყარ საძირკვლად იქცა, რომელზეც ხელახლა ავაგე ჩემი ცხოვრება… როცა ყველაფერი დავკარგე, სწორედ მაშინ მოვიპოვე თავისუფლება.”

***

-შეუძლებელია იცხოვრო ისე, რომ კრახი არაფერში განიცადო. მე არ ვგულისხმობ ისეთ სიფრთხილეს, რომ მართლაც არასოდეს დამარცხდე. ასეთ მდგომარეობას არა ცხოვრება, არამედ არსებობა ჰქვია, რაც საამაყო ნამდვილად არ არის.

***

-ჰარი პოტერი არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობს აჯობოს საკუთარ თავს და გააკეთოს სწორი და სამართლიანი არჩევანი. ის არის თავისი ასაკისათვის წარმოუდგენლად ერთგული და მამაცი. ამ თვისებებს კი ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ. შევეცადე, რომ მისგან მკითხველისთვის მისაბაძი მაგალითი შემექმნა. ის არ არის იდეალური პიროვნება, მაგრამ არსებობენ კი უნაკლო გმირები?

***

-ჩვენ არ გვჭირდება ჯადოქრობა იმისათვის, რომ მსოფლიო შევცვალოთ. ამის ძალა ყოველ ჩვენთაგანშია დამალული. ჩაუღრმავდით საკუთარ თავებს და აუცილებლად აღმოაჩენთ მას.

ჯოან როულინგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment