ხშირად მიფიქრია ადამიანებზე რომლებიც “მარტოსულები” არიან, მათთვის ცხოვრება შავ-თეთრია, ყოველი დღე ერთნაირი, არაფერი ანიჭებთ სიხარულს, მოტივაციამაც საერთოდ გუდა – ნაბადი აიკრა და უკანმოუხედავად გაიქცა …
…იქნებ, ახლა ამას რომ კითხულობ ფიქრობ ჩემზე წერსო
შეიძლება ბევრმა ამოიცნოს საკუთარი თავი
მოდით პირდაპირ ვიტყვი, ეს იმიტომ ხდება რომ ჩვენ გვინდა ასე, თანაც იმდენი რამ გვიწყობს ხელს… წარსული გამოცდილება, გატეხილი გული …იმედგაცრუება…
ჰოდა, ასე დამძიმებული გულით დავდივართ, თვითგვემით ვართ დაკავებულები, გვეცოდება ჩვენი საბრალო თავები და ვწუწუნებთ – ასე როგორ მოგვექცნენ, რატომ გათელეს “ფეხქვეშ ჩვენი სათუთი გრძნობები” , რატომ?? მე ხომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, რატომ მიმატოვეს, რატომ მომატყუეს??? რატომ??? რატომ??? და ასე გრძელდება დაუსრულებლად…
იმდენად ვართ ამ ნეგატივში ჩაფლულები, ჰორიზონტზეც ვერ ვამჩნევთ ვერავის და ვერაფერს…. არადა ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა იმისთვის რომ „არასაჭირო” ადამიანებზე ფიქრში და გლოვაში გავატაროთ 🙁 პირველ რიგში პატიება უნდა ვისწავლოთ, გავუშვათ ყველაფერი, ვიმეორებ ყველაფერი!! ნივთები… მოგონებები… ის რაც გვაიძულებს უკან “ჭაობში” დაბრუნებას, გამოვანთავისუფლოთ გონება წარსულისგან…. გვახსოვდეს რომ, სინამდვილე მხოლოდ დღესაა ახლა ამ წამს. იგრძენით სიცოცხლის გულისცემა
იკითხეთ წიგნები რომლებიც მოგვცემენ განვითარების საშუალებას, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, განთავისუფლდით ყოველგვარი მოლოდინისგან
დაურეკეთ და სიყვარული გაუგზავნეთ მეგობრებს….ნათესავებს…მათ ვისაც ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ
ნეგატივის მაგივრად, გაეცით სითბო და სიყვარული
აკეთეთ ის რაც გინდოდათ გაგეკეთებინათ და სულ სამომავლოდ დებდით…. ჰოდა, ეს მომავალი დღესაა!!! ახლა და აქ!
შეამჩნიეთ და გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ყოველდღიურად გეძლევათ, გაბედეთ იყოთ ბედნიერები საკუთარი თავით…. სულ გახსოვდეთ ბედნიერება თქვენშია და არა სხვა ადამიანში✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
ისწავლეთ მოითმინება, დააკვირდით წყენებმა, ტკივილებმა და იმედგაცრუებებმა როგორ გაგაძლიეროთ, გაგზარდოთ, მოგცეთ ძალა! … და რა გამოდის? ერთ დღეს აღმოაჩენთ რომ, ძლიერებიც ხართ, თავდაჯერებულებიც, ზრუნავთ საკუთარ სხეულზე, პოზიტიური განწყობა არ გტოვებთ
ჰოდა გახსოვდეთ; სწორედ ასეთ ადამიანები უყვარდებათ….. მიზანდასახულები, სიცოცხლით სავსეები მზიანი ამინდიც და წვიმიანიც ერთნაირად რომ უხარიათ და უყვართ
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
ულევ სიყვარულს გისურვებთ ყველას
სალომე გოგეშვილი