„ვიჯექი მილანის ერთ- ერთ ყავახანაში, ლატეს მივირთმევდი და უცბად კითხვა დამებადა – რატომ არ შეიძლება ამერიკაში გავაკეთოთ საზოგადოების თავშეყრის ისეთივე ადგილი როგორიც ეს მშვენიერი იტალიური ყავახანაა?“
ეს იყო იდეა, რომელსაც ძლიერი ლიდერის ძალისხმევის შედეგად უდიდესი იმპერიის აშენება მოჰყვა. ამ იმპერიას starbucks ჰქვია და მის სათავეში დღესაც ამ იდეის ავტორი და უძლიერესი ლიდერი, ჰოვარდ შულცი დგას.
ჰოვარდ შულცი დაიბადა 1953 წლის 19 ივლისს ებრაულ ოჯახში, ნიუ იორკში. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ, თუმცა ჰოვარდის ცხოვრებაში არსებობდა ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად უყვებოდა წარმატებულ ადამიანებზე და ამით შთააგონებდა ჰოვარდს – ეს იყო დედამისი.
ჰოვარდ შულცმა დაამთავრა ჩრდილოეთ მიჩიგანის უნივერსიტეტი. 1979 წელს ის ხდება გენერალური მენეჯერი ერთ–ერთი შვედური კომპანიაში. ჰოვარდის უშუალო მოვალეობაში შედიოდა ამერიკული ბაზრის შესწავლა და კომპანიების ანალიზი. 1981 წელს იგი გაემგზავრა მივლინებით სიელტში, Starbucks Corporation–ის შესასწავლად. ერთი წლის შემდეგ ჰოვარდი შეუერთდა კორპორაციას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე. დღეისათვის კი იგი უდიდესი კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი და ხელმძღვანელია. ჰოვარდი არის დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი ქონება შეადგენს 3 მილიარდ დოლარს (2016 წლის Forbes-ის მონაცემი).
კომპანია starbucks კი დაარსდა 47 წლის წინ 1971 წლის 30 მარტს. Starbucks Corporation (SBUX) ამჟამად არის ყავის საერთაშორისო ქსელი და ყველაზე დიდი კომპანია ყავის სახლებისა, რომელსაც აქვს 23 768 წერტილი მთელ მსოფლიოში.
1. მოიზიდეთ ფული მათგან, ვინც თქვენს თანამოაზრედ მიგაჩნიათ.
2. ვერ შექმნით ორგანიზაციას, თუ თქვენ გარშემო არ შემოიკრებთ ადამიანებს, რომლებმაც თქვენზე მეტი იციან.
3. ფასების შემცირება, გაყიდვების ორგანიზება – არამდგრადი ბიზნეს სტრატეგიაა.
4. კარგ კომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი სტრატეგია.
5. გააცნობიერეთ, რომ წარმატება მთელ გუნდთან ერთად უნდა გაიზიაროთ.
6. როცა იზრდებით, შეცდომებს გპატიობენ.
7. თუ კომპანიის ხელმძღვანელი ხართ, არ გამოგივათ გვერდზე დგომა.
