fbpx

გადაწყვეტილებები ბედნიერებისა და მეტი თავდაჯერებულობისთვის…

ავტორი Ann
394 ნახვა

ბედნიერებისთვის ადამიანს ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია, თუმცა მთავარი ბედნიერება ისაა, როდესაც გჯერა საკუთარი თავის და არ თვლი, რომ ვინმეზე ნაკლები ხარ. თუ ადამიანს უბრალოდ სჯერა, რომ სხვაზე უკეთესია, თუმცა რეალურად საამისოდ არაფერი გააჩნია ეს უგუნური ამბიციაა, თუმცა თქვენ რეალურად შეგიძლიათ აიმაღლოთ თვითშეფასება.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გადაწყვეტილებას, რომლებიც ბედნიერებასა და თავდაჯერებულობას შეგმატებენ:

 

ისწავლეთ ახალი ენა – არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც ადამიანს საკუთარ ენაზე ესაუბრები, თუნდაც ერთი ფრაზა იცოდეთ, ეს საოცარ თავდაჯერებულობას გმატებთ. ისწავლეთ ენა, რომლის გამოყენებასაც შეძლებთ.

აიღეთ სერთიფიკატი – ნებისმიერი ახალი გამოცდილება ახალი გადადგმული ნაბიჯია ცხოვრებაში, ყველაზე თავდაჯერებული ადამიანი მაშინ ხარ, როდესაც საკუთარ თავს განათლებულად მიიჩნევ, ამიტომ გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა ახალი რამის სასწავლად.

გახდით „მინი-ექსპერტი“ – არ გაქვთ დრო კურსებისთვის დასათმობად? ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი: უბრალოდ აიღეთ თქვენთვის საინტერესო თემა და ეცადეთ ყველაფერი გაიგოთ მის შესახებ.

შეისწავლეთ საბრძოლო ხელოვნება – საჭირო არ არის მოიპოვოთ შავი ქამარი, უბრალოდ დარწმუნდით საკუთარ ძალებში.

ასწავლეთ სხვას – საუკეთესო გზა სწავლისა და უნარების გამომუშავებისთვის სხვებისთვის მათი სწავლებაა. გაუზიარეთ ყველაფერი სხვას, რასაც აღმოაჩენთ, ასე უკეთ შეძლებთ ყველაფრის დამახსოვრებას.

თარგმანი: ანი ყაზაიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment