fbpx

არ დაგავიწყდეს მთავარი (იგავი)

ავტორი ჟოლო
2.1K ნახვა

უღარიბესი ქალი პატარა ბავშვით ხელში, გზას მიუყვებოდა, როცა გვერდზე მდგომი ტრაქტირიდან ხმა მოესმა:

«შემოდი და აიღე ყველაფერი რაც მოგესურვება, მაგრამ არ დაგავიწყდეს მთავარი! კარგად დაიმახსოვრე: როდესა, აქედან გახვალ, კარი სამუდამოდ დაიკეტება. ახლა კი შეგიძლია გამოიყენო ეს შანსი, მაგრამ არ დაგავიწყდეს მთავარი

ქალი შევიდა და რას ხედავს – მეგიდებზე დახვავებულმა ოქრომ და ძვირფასეულობამ ლამის ჩაამტვრიოს ისინი. განუსაზღვრელი სიმდიდრის შემხედვარემ და გაოცებულმა, ბავშვი ჩამოსვა იატაკზე. თვითონ დაიწყო ჯიბეების, წინსაფრის და სადაც კი რამ ჩაეტეოდა, ხარბად ავსება. იღებდა – მონეტებს, ძვირფას ქვებს და ლითონებს…

ხმამ გააფრთხილა: «დაგრჩა ათი წუთი!»

მეტის წაღების სურვილით შეპყრობილმა, დარჩენილი დრო გამოიყენა ძვირფასეულობის და ოქროების დამატებით შესაგროვებლად. არაქათგამოცლილი და გახარებული გამოვარდა ტრაქტირიდან.

და კარებიც მიიხურა… მხოლოდ, მაშინ გაახსენდა შიგნით დარჩენილი ბავშვი მაგრამ სამწუხაროდ, კარები იყო დახურული სამუდამოდ.

ანალოგიური ხდება ჩვენ თავს.

ძალიან ცოტა ადამაინი თუ ცხოვრობს დედამიწაზე ას წელზე მეტს და ხშირად შინაგანი ხმა მუდმივად ეჩურჩულება, აფრთხილებს:

არ დაგავიწყდეს მთავრი. მთავრი – ეს სულიერი ფასეულობები, სიცოცხლე, ოჯახია.

ფული, მოგება, სიმდიდრე და მატერიალური სიამოვნება უმეტესწილად ისე დაგვიბინდავს თვალებს, მთავარი ყოველთვის რჩება მეორე მხარეს მანამ, სანამ სიკვდილი არ მიუჩენს ყველაფერს თავ-თავის ადგილს. როდესაც, ჩვენთვის ამ ცხოვრების კარები სამუდამოდ მიიხურება, სულს აღარ დასჭირდება ხილული სიმდიდრეები.

წყარო:https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment