fbpx

„დათუნიკას გამოსვენებამდე მისი ბიჭი დაიბადა, 60 წლის ხდებოდა დათუნიკა და ეს პირველი შვილია”

ავტორი ჟოლო
123 ნახვა

დათუნიკას გამოსვენებამდე მისი ბიჭი დაიბადა, 60 წლის ხდებოდა დათუნიკა და ეს პირველი შვილია, შვილი რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა”- წერს გიორგი უშიკიშვილი.

ხოლო ნინო გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

ამდენი საოცრება ერთად, ერთ ადამიანზე მოსული, ძალიან ბევრია

დღეს, სანამ დათო სხირტლაძის გამოსვენებისწინა პანაშვიდი მიდიოდა ხიმშში,

datunikaსამშობიაროში იბადებოდა მისი ნანატრზე ნანატრი შვილი. შვილი, რომელსაც დათო ელოდა მთელი ცხოვრება, რომელსაც ვეღარ დაელოდა ბოლო ოთხი დღე…

ცოცხალი ვეღარ დაელოდა…

დღეს დაელოდა სამაგიეროდ – გამოსვენების დრო გადასწიეს, ბიჭიაო,ახარეს და საბოლოოდ გაიყვანეს საკუთარი სახლიდან…

რა უნდა თქვა ამ სასწაულზე?

ან ოთხი დღის წინ პირდაპირ სცენიდან გაფრენაზე?

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი დათო სხირტლაძეს და შეეწიოს მის დანატოვარს – სხვა რა უნდა თქვა?!..

არაჩვეულებრივი კაცის არაჩვეულებრივი ცხოვრება და არაჩვეულებრივი წასვლა…

საცობები ხიდიკართან და ხიმშის გზაზე.

დღეს თითქოს მთელი საქართველო იქ იყო –

ვერ შევედით მანქანით ხიმშში, ხიდთან დავტოვეთ.

ფეხით მიდიოდა დათოს სახლამდე ხალხი, მართლა მილეთის…

 ნინო გუგეშაშვილი

 

ცნობილი ქორეოგრაფი დატაში, ბიჭო, გიორგუნასადა ცეკვარაჭულისავტორი დათუნიკა სხირტლაძე, 31 დეკემბერს მშობლიურ ამბროლაურში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა.

[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=RsUNlPWG2EE”]

მსგავსი სტატიები

Leave a Comment