გამოცდილება და მიკროსკოპული დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ადამიანებს [აღიარებენ ისინი ამას თუ არა] ძალიან უნდათ შემოსავლების გაზრდა!
ყველას უნდა მეტი ფული… მათ შორის შენც!
მაგრამ ფულის გამომუშავება და რაც მთავარია ზრდა, ხდება კონკრეტული მოქმედებით, რომელიც, პირველ რიგში, მიმართულია – შიგნით, ანუ საკუთარ თავზე, მეორე რიგში კი – გარეთ, ანუ საზოგადოებაზე.
აი, სწორედ აქ იწყება მთავარი ეგზოტიკა…
როგორც კი საქმე მიდის მოქმედებამდე, ხოლო ეს მოქმედება უნდა იყოს ხანგრძლივი, საქმეში ერთვება შთაგონებისა და მოტივაციის თემაც.
შენ ალბათ გაგონილი გექნება ბრიუს ლის სიტყვები:
“მე არ მეშინია ადამიანის, რომელიც ათი ათას სხვადასხვა დარტყმას სწავლობს, მაგრამ ძალიან მეშინია ადამიანის, რომელიც ერთ დარტყმას ათი ათასჯერ იმეორებს!”
ჰოდა, იმისათვის, რომ ურტყა ერთ წერტილში და უმრავლესობის მსგავსად “თითი არ მოკაკვო”, საჭიროა შთაგონება.
შთაგონება აერთიანებს სამ საკვანძო კომპონენტს – რისთვის?”, “მინდა” და “უნდა”.
მოტივაციის საიდუმლო იმაშია, რომ გაიგო რა “უნდა” გააკეთო, აღმოაჩინო მასში სიღრმისეული პასუხი კითხვაზე “რისთვის?” და სიამოვნებით გადაიყვანო ის, “მინდა”-ს კატეგორიაში.
ავტორი: გიორგი თვალაძე
