fbpx

გსურთ გახდეთ უფრო საინტერესო?

ავტორი ჟოლო
1.9K ნახვა

დღევანდელ კონკურენტულ გარემოში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს თქვენი უნარი, საზოგადოებაში მიიქციო ყურადღება და ხანგრძლივად შეინარჩუნოთ ის.

ნებისმიერ კომპანიაში მუშაობისას, სწორედ ის თუ რამდენად იქცევს ყურადღებას თქვენი მიღებული შედეგები, რამდენად საინტერესო და ღირებულია ისინი მთლიანი კომპანიისთვის, მეტწილად განაპირობებს თქვენს წარმატებას. არადა ზოგჯერ, ძალიან ძნელია რამით გააკვირვოთ, გააოცოთ  კოლეგები და ამასთანავე დარჩეთ თქვენი კომპანიის ყველაზე ღირებული აქტივი. თუმცა ეს არის ის, რაც დღეს კარიერულ წინსვლას და წარმატებას დიდწილად უზრუნველყოფს.

იმისათვის, რომ გახდეთ უფრო საინტერესო,  საჭიროა გქონდთ კონვეერი- რომელიც მუდმივად აწარმოებს რაღაც ახალს და საინტერესოს და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი იდეებია.

თქვენ მუდმივად უნდა იგონებდეთ და ნერგავდეთ საოცარ იდეებს და სხვადასხვა სიახლეებს, რომლებსაც წარმატებული შედეგები ექნება და ადამიანები დიდ ხანს და აღტაცებით ისაუბრებენ თქვენზე და თქვენს წარმატებაზე. თუმცა, მხოლოდ ერთჯერადი ცვლილება, როგორი უნიკალური და წარმატებულიც არ უნდა იყოს ის, არ არის საკმარისი შედეგისთვის, აუცილებელია სიახლეების პერმანენტულობა, რადგან  სწორედ ეს განსაზღვრავს თქვენს მიმართ მზარდ ინტერესს, სხვა შემთხვევაში კი შეუძლებელია დარჩეთ ყურადღების ცენტრში.

ამასთან ერთად გთავაზობთ, რამდენიმე აუცილებელ მოქმედებას, რომლის შესრულებასაც ერთი მკაცრი წესი აქვს_ ეს მუდმივობაა. ანუ იმოქმედეთ ყოველ დღე და_

  • განავითარეთ ახალი უნარები_ იკითხეთ მეტი
  • იყავით ცნობისმოყვარე_დასვით კარგი შეკითხვები, მუდმივად იკითხეთ რატომ?
  • ისწავლეთ კარგი ამბების საინტერესოდ გადმოცემა მოუსმინეთ სხვებს და იყავით დეტალებზე ორიენტირებული
  • თქვით ის რასაც ფიქრობთ
  • ყოველთვის დააფიქსირეთ თქვენი აზრი მკაფიოდ და გაუზიარეთ სხვებს ახალი აღმოჩენები
  • გამოიწვიეთ თქვენი თავი_ დაიწესეთ მაღალი სტანდარტები
  • ყოველთვის გააკეთეთ რამე ახალი და საინტერესო. ეძებეთ გზები რომ გაიმარტივოთ ცხოვრება.

ამ ყველაფერთან ერთად  თუ შექმნით მოლოდინს, რომ თქვენგან სულ უფრო ახალ და საინტერესო რაღაცეებს ველოდოთ, რომ თქვენი იდეები ხვალ უფრო საინტერესო და სასარგებლო იქნება, ეს თქვენ ყველაზე კონკურენტუნარიანს გაგხდით, და იქნებით კიდეც ყველასგან გამორჩეული პიროვნება.

დაისახეთ მიზნად, რომ შედეგებით ყოველთვის მოლოდინს გადააჭარბოთ რადგან ადამიანებში დიდი ინტერესი კიდევ უფრო საინტერესო მოლოდინს ქმნის და მათი  ღირსეულად გამართლებით, წარმატებასაც მაგნიტივით მოიზიდავთ.

ავტორი: მარიამ შარიქაძე

წყარო:businessinsider.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment