fbpx

სამჯერ ჩაისუნთქავ ღრმად დაა… მერე იწყება, რაც იწყება …

ავტორი ჟოლო
221 ნახვა

“გოგოებო, ისეთი გამოვედი სახლიდან კი არ მოვდიოდი მოვფრინავდი. ვარჯიშის მერე ძალიან ჰარმონიულად ვარ. თითქოს მე სამყარო ერთად ვართ… გზაში მედიტაციასაც მოვუსმინე. გაღიმებული, გაბრწყინებული მივაბიჯებდი. თითქოს ვასხივებდი სინათლეს და გაგიკვირდებათ და ხალხის მზერა შევამჩნიე. მზერას აჩერებენ მომღიმარ სახეზე. სიყვარულში გვეცხოვროს სხვა არაფერია ეს სიცოცხლე”. ♥️

ნათი ლეკიშვილის ეს ემოციური პოსტი, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ძალიან საინტერესო სივრცეში კუნდალინი იოგას  ჯგუფში აღმოვაჩინე. მერე სხვა ემოციურ პოსტსაც წავაწყდი, მერე კიდევ სხვას…

უხვადაა თურმე აქ, ამ შინაარსის უკუკავშირი.

აქვეა  ჩვენი სხეულისთვის და ორგანიზმისთვის საჭირო და ძალიან მარტივი იოგა ვარჯიშები, ასევე სიმშვიდისა და კეთილდღეობის მომტანი მანტრები, რომელთაც კუნდალინი იოგას ოსტატი მარინა კვატაია ჯგუფის წევრებს ყოველდღე უზიარებს. 

ჰოდა, ერთ რამეში დავრწმუნდი, თუ თავადაც “დააგემოვნებთ” ამ ტექნიკებს და მოუსმენთ მანტრებს ამ სახის ემოციებს მალე თქვენც გაუზიარებთ მკითხველს 🤩 

აქვეა თანამოაზრეების ვიდეო ჩართვები, მოწვეული სტუმრები პირად გამოცდილებებსა და მედიტაციისა და იოგას დადებით შედეგებზე საუბრობენ.

💎💎💎 “კარატი” 💎💎💎

ძალიან მალე კი ამავე ჯგუფში იგეგმება იმ პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მსურველებს მთელი  წლის განმავლობაში სასურველი რეალობის ფორმირებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით მოამარაგებს. პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მარინა კვატაიასგან იმ უფასო მასტერკლასზე შეიტყობთ, რომელიც 2️⃣6️⃣ ნოემბერს, საქართველოს დროით 20 სთ-ზე გაიმართება.

ასე რომ თუ გინდა ბევრ სიახლეს ერთად დაეუფლო: მიიღო სასარგებლო რჩევები, ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგო იოგას მარტივი ვარჯიშები, შეიგრძნო მანტრას ჯადოსნობები და განიცადო ის ცვლილებები, რაც ბევრად უფრო ჰარმონიულს გახდის შენს ცხოვრებას ⭐️➡️ უცილებლად შემოურთდი ჯგუფს და მოიწვიე მეგობრებიც ➡️⭐️⭐️ კუნდალინი იოგა ⭐️⭐️

ვიზრუნოთ ერთმანეთზე და მოვიპოვოთ და გავაზიაროთ ის სიმშვიდე და ჰარმონია, რომელიც თითოეულს ასე ძალიან გვჭირდება

მარინა კვატაია გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგიის, ლაივ ქოუჩინგის და კუნდალინი იოგის, სერთიფიცირებული ექსპერტი. ასევე „ლოტუსის“  (ონლაინ იოგა და ქოუჩინგის) დამაარსებელი .

გამოხმაურება 👇👇👇

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment