fbpx

აღარც სიძულვილია, აღარც შური….

ავტორი ჟოლო
149 ნახვა
0 კომენტარი
0

ანგარიში მსოფლიო მმართველებს. 2020 წელი:

— ჩემო გენერალო, ჩვენ ვეღარ ვმართავთ სიტუაციას!!

— რა მოხდა?

– ჩვენი მოქალაქეები იცვლებიან…

– რას ქვია იცვლებიან?! ეს ხომ შეუძლებელია!!

– მაგრამ, ეს რეალურად ხდება! მათ ღიმილი დაიწყეს!

– იქნებ, ისინი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალნენ… გამოუვალი სიტუაციებისგან?!

– არანაირად! ისინი უბრალოდ ბედნიერები ხდებიან!

— კი მაგრამ, მათ ხომ აქვთ მასმედია?! იქ ხომ მუდმივად ნეგატივი ტრიალებს?

– დიახ! მეტი ნეგატივი შეუძლებელია…

– და ამბობ, რომ ადამიანებს მაინც კარგი განწყობა აქვთ?

— თან უფრო უუმჯობესდებათ!

— და ომი?

– მასზეც ველაპარაკებით, როგორც შეგვიძლია.

— და ფასები?

— მუდმივად ვუწევთ ყველაფერზე.

— და ხელფასი?

-მინიმალურია.

— და მერე? ხალხი იღიმებაო, მეუბნები?

— დიახ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.

— წარმოუდგენელია!!

— ღიმილი იქით იყოს, ისინი იწყებენ რაღაცის კეთებას!

— რის კეთებას?!

უხერხული პაუზა ჩამოვარდა. მომხსენებელმა ფეხი ფეხზე გაადაიდო …. და გაცოფებულმა ამოთქვა:

— ისინი ერთმანეთს ეხმარებიან.

— რა?? რა გინდა მითხრა, რომ – მათ ერთმანეთი აღარ ეზიზღებათ? აღარც შურთ?

— დიახ, მათ შეწყვიტეს ერთმანეთის შური…

— და თქვენ გამოუშვით უკვე ახალი ტექნიკა, მობილურები ბაზარზე?!

– დიახ, მაგრამ მათ აღარავინ ყიდულობს…. ადამიანებმა შეწყვიტეს კრედიტების აღება!!

ისევ უხერხული პაუზა. სიტუაცია რეალურად კრიტიკულ ელფერს იძენს.

— იქნებ ხელფასი შევუმციროთ?

— ადრე შველოდა…

– ან ყველანი ომში გავუშვათ….

— ეგეც ვარიანტია.

— მაშინ ყველამ დაწეროს მოხსენებები. თითოეულ ნაბიჯზე!!!

— ისინი წერენ…და წერენ, რომ ბედნიერები არიან….

— რა ჯანდაბა ხდება საერთოდ?!

….

მოვიდა მეორე მომხსენებელი.

– სერ, ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ! ისინი ღიმილს იწყებენ ჩვენს თვალწინ! უფრო მეტიც – მათი კარგი განწყობა სხვებსაც ედება და დამანგრევლად მოქმედებს სახელმწიფოს მდგომარეობაზე, ზოგადად.

— როგორია შედეგები?!

— იზრდება შრომიუნარიანობა. ადამიანები საკუთარ თავში ფარულ შესაძლებლობებს პოულობენ.

– მაგალითად?

— დამოუკიდებლობას.

– რა???

— ისინი აღარ ამყარებენ იმედებს სახელმწიფოზე.

— რაა??? რა გინდა მითხრა — რომ აღარ ადანაშაულებენ ყველაფერში მთავრობას?

— ისინი ამაზე საერთოდ აღარ ფიქრობენ.

— კარგი, კიდევ რა ხდება?! არაფერი დამიმალო!

— ჩვენს რაიონში შეიმჩნევა გაცნობიერების ნიშნები! ადამიანებმა დაიწყეს გაერთიანება და რაღაც ახლის შექმნა. — ისევ სიახლე!!!- შეკრული მუშტი მთელი ძალით ეცემა მაგიდაზე.

— და ნაცრისფერი სიძველე სადღაა?! სადაა ჩვეული რითმი?! ის ხომ ასეთი მშვენიერია?!

— ჩვეული რითმი აღარ სარგებლოს პოპულარობით.

შემოდის მესამე მომხსენებელი

— პრობლემები გვაქვს, სერ.

— რა ხდება? ძაღლებმა დაიწყეს ლაპარაკი?

— თითქმის. ადამიანები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ.

— ოო-ო-ო..

— ასევე ყურადღებას აქცევენ კვებას და ჯანსაღ საკვებს.

— დავიჯერო კიდევ დარჩა ნატურალური საკვები? მე ხომ გთხოვეთ, ამაზე განსაკუთრებულად გეზრუნათ?

— ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ, სერ.

-კიდევ რა ხდება?

— ბავშვები ჩვენს სკოლებში აღარ დადიან.

– ოო-ო-ო…  და ვინ ასწავლით ახლა მათ?!

— თვითონ სწავლობენ. რატომღაც თავები – შემოქმედები ჰგონიათ…

სიჩუმე ჩამოწვა. შემოვიდა მდივანი და სალათი შემოიტანა. როდესაც ის გავიდა, წინამძღვარს დაუბრუნდა საუბრის უნარი:

— საჭიროა გავზარდოთ სიგარეტის წარმოება.

— მაგრამ მას აღარავინ ეწევა.

— რატომ?

— ასე ვთქვათ- მოდაში აღარ არის.

– ეგ როგორ

— ყველა შემოქმედებითაა დაკავებული.

— სიგარეტს არ ეწევიან, შემოქმედებას მიჰყვეს ხელი…. ალკოჰოლი??

— აღარ სვამენ. წყალი ურჩევნიათ.

— ეგ როგორ?!

კბილებში კომბოსტომ გაიხრაშუნა. წინამძღვარი ნელა ღეჭავდა სალათს. .

— და როგორ უნდა ვმართოთ ახლა ისინი?

— ეს შეუძლებელია, ჩემო ბატონო… აღარც სიძულვილია, აღარც შური…. მათ უკვე ჩვენც კი აღარ ვეზიზღებით!! ასეთ სიტუაციაში ჩვენ არაფერი შეგვიძლია! …

ავტორი დენის საფრონი

წყარო: ასტრო-ფსიქოლოგია

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი