fbpx

იგავი, რომელიც გაჩვენებთ როგორ ცხოვრობთ

ავტორი ჟოლო
1.2K ნახვა

“ერთ დღეს ძალიან მდიდარმა ოჯახმა თავისი შვილი სოფელში წაიყვანა იმ მიზეზით, რომ მისთვის ეჩვენებინათ, თუ რა ღარიბულად ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები. მათ რამდენიმე დღე გაატარეს, სოფელში მდგარ პატარა ღარიბულ ქოხში და ამის შემდეგ ისევ შინისაკენ გაეშურნენ. გზაში მამასა და შვილს შორის ამგვარი დიალოგი გაიმართა:

— როგორ მოგეწონა მოგზაურობა, შვილო?

— ძალიან მომეწონა, მამა – უპასუხა შვილმა.

— ხომ ნახე, თუ როგორ ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები? მითხარი რა ისწავლე ამ მოგზაურობიდან? იკითხა მამამ და სიამაყით მოემზადა შვილის პასუხის მოსასმენად.

შვილმა უპასუხა:

— ჩვენ მხოლოდ 1 ძაღლი გვყავს, მათ კი ოთხი ან მეტი. ჩვენ აუზი გვაქვს, რომელიც ბოლომდე სწვდება ჩვენს ბაღს, მათ კი ტბა აქვთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ღამით ჩვენს ეზოში უამრავი ლამპიონი ანათებს, მათ კი ცაზე მოკიაფე ვარსკვავები უნათებენ ბნელ ღამეებს. ჩვენი ეზო არაფერია, მათ მინდვრებთან შედარებით. ჩვენ ვყიდულობთ ჩვენს საკვებს, მათ კი შეუძლიათ მოიყვანონ იგი. ჩვენ ჩვენი სახლის გარშემო შემორტყმული ყრუ კედლები გვიცავენ, მათ კი მეგობრები ყავთ, რომლებიც მზად არიან ყოველთვის გვერდში დაუდგნენ და დაიცვან ისინი… მადლობელი ვარ მამა, რომ მაჩვენე, თუ რა ღარიბები ვყოფილვართ – დაასრულა შვილმა.”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment